ფეხბურთი

15:47 | 16.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი “ბაიერნსაც” მოუნდა

მიუნხენის “ბაიერნის” მომავალი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მზადაა, მადრიდის “რეალს” “ტოტენჰემის” უელსელი ვარსკვლავის - გარეთ ბეილის გადაბირებაში შეეცილოს. ბრიტანული მედია თანხასაც ასახელებს – 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი.

მოგეხსენებათ, კატალონიური “ბარსელონას” ყოფილი თავკაცი გვარდიოლა მიუნხენურ კლუბს ზაფხულიდან ჩაიბარებს. ვარაუდობენ, რომ “რეკორდმაისტერის” თავკაცები ახალი ფეხბურთელების შესაძენად გვარდიოლას 100 მილიონ გირვანქაზე მეტს გამოუყოფენ. მუშაობა კი უკვე დაწყებულია. ვარაუდობენ, რომ მომავალ ზაფხულს ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი სწორედ ბეილის რომელიმე სუპერკლუბში გადასვლა იქნება. ხუთშაბათს, ევროპის ლიგის მატჩში ფრანგული “ლიონის” კარში გატანილი ორი ფანტასტიკური გოლის შემდეგ მისი ფასი კიდევ უფრო გაიზარდა. თავად ბეილი კი ამბობს, რომ ჯერჯერობით მიმდინარე მატჩებზეა კონცენტრირებული და საზაფხულო ამბებზე არ ფიქრობს.

0.114824