სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

10:47 | 27.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბეგოვიჩმა თითი მოიტეხა

ინგლისური “სტოკის” კარის დარაჯი ასმირ ბეგოვიჩი ლაზარეთში თვეზე მეტ ხანს გაატარებს. ბრიტანული პრესის ცნობით, 25 წლის ბოსნიელმა 25 დეკემბერს ჩატარებულ ვარჯიშზე თითი მოიტეხა.

“ბეგოვიჩი 5 ან 6 კვირის განმავლობაში ვერ დაგვეხმარება”, - განაცხადა “სტოკის” თავკაცმა მარკ ჰიუზმა.

ბოსნიელმა “ნიუკასლთან” ინგლისის პრემიერლიგის უკანასკნელი ტურის მატჩი სწორედ ამ მიზეზით გამოტოვა. “სტოკის” კარში, ბეგოვიჩის ადგილი დანიელმა ვეტერანმა ტომას სორენსენმა დაიკავა.

 

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118221