სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

16:17 | 4.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბეგოვიჩი გინესების რეკორდების წიგნში მოხვდა

“სტოკ სიტის” ბოსნიელი მეკარე გასულ სეზონში “საუთჰემტონთან” მატჩში (1:1) გატანილი გოლისთვის გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.

“სტოკი” – “საუთჰემტონის” შეხვედრა 2013 წლის 2 ნოემბერს გაიმართა და 27 წლის მეკარემ თავი მე-13 წუთზე გამოიჩინა. “საუთჰემპტონის” კარში არტურ ბორუცი იდგა.

ბეგოვიჩი გინესების რეკორდების წიგნში მოხვდა როგორც ფეხბურთელი, რომელსაც გოლი ყველაზე შორი მანძილიდან გაუტანია (91,9 მეტრი).

“ჩემთვის ეს პრემია მნიშვნელოვანია და შესაბამისი საბუთი სახლის კედელზე მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს” – იუწყება ბეგოვიჩის სიტყვებს “სტოკის” ოფიციალური ვებგვერდი.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.12269