ფეხბურთი

23:30 | 2.03.2014 | ნანახია 0 - ჯერ

ბეგლარიშვილმა ესტონეთი გამარჯვებით დაიწყო

ესტონეთის საფეხბურთო მეისტრილიგა (უმაღლესი ლიგა) გამარჯვებით დაიწყო ტალინის “ფლორამ”, სადაც ზაქარია ბეგლარიშვილი გამოდის. ტალინელებმა სტუმრად “ლოკომოტივი” დაამარცხეს, ხოლო ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა სრულად ითამაშა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, “ფლორამ” სუპერთასი მოიპოვა და გადამწყვეტი გოლი ბეგლარიშვილმა გაიტანა.

სამხრეთ აფრიკის PSL-ის (უმაღლესი ლიგა) “მოროკა სვალოუვსმა”, რომლის ღირსებასაც გიორგი ნერგაძე იცავს, სტუმრად “მარიტცბურგთან” 0:1 წააგო. ნერგაძემ მოედანზე 90 წუთი დაჰყო. “მოროკას” 23 ქულა აქვს და 16 გუნდში მე-9 ადგილზეა.

საფრანგეთის ნაციონალ ლიგის (მე-3 ლიგა) 22-ე ტურში, “ლუზენაკი” გასვლაზე “რედ სტართან” 2:4 დამარცხდა. სტუმრებში მარცხენა მცველმა ამირან სანაიამ პირველიდან ბოლო წუთამდე იასპარეზა. “ლუზენაკი” 42 ქულით 18 გუნდში მეორეა.

 


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:47 | 17.05.2016
LBJ__MiLan__iTaly__ (7146)

ადმინ მალე გამოაცხვე რა სტატია მაინტერესებს ფორუმელების აზრი პირველ თამაშზე

07:45 | 17.05.2016
LBJ__MiLan__iTaly__ (7146)

ისადა ჯადოქარს სითხე გამოელია თუ რა მაფიააა? სად იყო მაგის სამ ქულიანები მაყად რო ისროდა რეგულარულში ყველა წერტილიდან

07:44 | 17.05.2016
LBJ__MiLan__iTaly__ (7146)

ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა ოკლამ. დურანტულამ და რასელამ თუ თავისი თამაში აჩვენეს შემდეგიც რო მოიგოს გასვლაზე არ გამიკვირდება

07:43 | 17.05.2016
LBJ__MiLan__iTaly__ (7146)

ესაა სულ გოლდენი კაცო?იმის ფონზე რო რასი მთელი 3 ტაიმი სად იყო თითონაც არ იცოდა არც დურანტულას მოუწყვეტია ზვეზდოჩკები მაინც წააგეს....რასაც დღეს უყურე იმის გათვალისწინებით რო შეაკვდებიან ერთმანეთს ამ გუნდებს კავალერიასთან შანსი არა აქვთ...

07:40 | 17.05.2016
ჯიგარი (69)

რასელს აუდგა და ოკლა წინაა. დურანტულას ველი შემდეგ თამაშში

14:07 | 16.05.2016
iloreli (2516)

კავალერიამ თუ კიდევ 4-0 მოიგო მართლა საღოლ... და სავარაუდოდ გოლდენ-ოკლას გამარჯვებულსაც მოუგებენ.. ისინი დიდი ალბათობით მინიმუმ 6 თამაშს ითამაშებენ და დალურჯებულები და დაღლილები შეხვდებიან მეფის სასტავს

13:15 | 16.05.2016
LBJ__MiLan__iTaly__ (7146)

4-0 ან მაქსიმუმ 1 ხელი წაართვას კავალერიას ტორონტომ

15:35 | 16.05.2016
stoikovich (5984)

ეგრეა

0.075725