ესტონეთში მორიგი გოლი გაიტანა ტალინის “ფლორას” ნახევარმცველმა ზაქარია ბეგლარიშვილმა.
მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) მე-3 ტურში “ფლორამ” შინ “ტამეკას” 3:0 მოუგო და შეუცვლელად მოთამაშე ქართველმა ფეხბურთელმა 89-ე წუთზე წერტილი დასვა. წელს ჩემპიონატისა და სუპერთასის ჩათვლით ბეგლარიშვილმა უკვე მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. ტალინელები 10-გუნდიან ჩემპიონატს 9 ქულით ლიდერობენ.
კვიპროსის პირველი დივიზიონის 25-ე ტურში “ანორთოსისი” გასვლაზე “არისთან” 0:2 დამარცხდა. შოთა გრიგალაშვილმა სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და 68-ე წუთზე შეცვალეს. ფამაგუსტელებს 38 ქულით 14 გუნდში მე-6 ადგილი უკავიათ.
“ერმისი” საკუთარ კედლებში “ომონიას” დაუზავდა – 1:1. ლევან მაღრაძემ მასპინძლებში პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა. “ერმისი” 49 ქულით მეოთხეა.
უზბეკეთის უმაღლესი ლიგა გამარჯვებით დაიწყო ტაშკენტის “ფახთაქორმა”, რომელსაც კახა მახარაძე კაპიტნობს. ტაშკენტელებმა სტუმრად “ანდიჟანს” 1:0 მოუგეს და ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო. ის 79-ე წუთზე გააფრთხილეს.
ყაზახეთის ჩემპიონატის პირველ ტურში “ატირაუ” ალმატის “ქაირათს” ესტუმრა და 1:0 აჯობა. გიორგი ფეიქრიშვილი გამარჯვებულთა 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა.
ომარ თეთრაძის მიერ გაწვრთნილმა “ჟეტისუმ” ასტანაში ამავე სახელწოდების გუნდთან 0:0 ითამაშა.
საფრანგეთის ნაციონალ ლიგაში (მე-3 ლიგა) ლიდერობს “ლუზენაკი”, რომლის ღირსებასაც ამირან სანაია იცავს. ამჯერად, “ლუზენაკმა” სტუმრად “ფრეიუს სენტ-რაფაელს” მოუგო 2:1 და ქართველმა მარცხენა მცველმა 90 წუთი ითამაშა. “ლუზენაკი” 18 გუნდში პირველ ადგილზე 48 ქულითაა.
გერმანიის მე-3 ლიგის 29-ე ტურში აკაკი გოგიამ დუბლი შეასრულა. “ჰალეშერმა” შინაურ კედლებში “რეგენსბურგს” 4:1 აჯობა და ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ჯერ ანგარიში გახსნა, ხოლო მოგვიანებით მატჩში წერტილი დასვა. მან გოლები 22-ე და 70-ე წუთებზე გაიტანა. მიმდინარე სეზონში მას 27 მატჩში 7 გოლი დაუგროვდა. “ჰალეშერი” 41 ქულით 20 გუნდში მეშვიდეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ქეცბაიას დაცვიდან კაშია ხუბუტია გრიგალავა კარგია, კვერკველია ლობჟანიძე 18 კაცში.პატრიოტები ამისულა ხიზანა თვითფრინავში ფეხებს ვერ შლიან და ძალიან ცუდათ თამაშობენ
რა კაი გოლები გაუტანია "გერმანელს" ))))))))))))))))))))))))
ქართველს
რა გუნდებში თამაშობენ შაბათ-კვირას არჩევა მიჭირს რომელი ლეგიონერის თამაშს ვუყურო. ფუ ამათი ფეხბურთელობა . . .
ისიც თუ თამაშობს და არა სკამს ათბობს
ისე უნდა შეეხმიანონ გოგიას,წლების როცა ერთხელ დაურეკეს მაშინ პატარა ბიჭი იყო და ოცნებებში იყო გერმანიის ნაკრებზე,ეხლა გაიზარდა მიხვდებოდა რომ გერმანია უტოპია და იქნებ ჩამოვიდეს საქართველოს ნაკრებში თუ ეხლა უარი თქვა ვსო დაიხურება ეგ თემა,ეხლა ბევრი მინუსებს ამკიდებს მაგრამ ფაქტია ნაკრებს ახალი სახეები ჭირდება და მებრძოლი ფეხბურთელები და ყველა უნდა მოისინჯოს,თან მომავალ სეზონში დიდი ალბათობით ბუნდესლიგაში გადავა
ვის რაში უნდა ეს, ითამაშოს იქ მესამე ლიგაში.
მაშინ კი იყო პატარა მარა ოჯახში ხო ყავდა დიდები და იმათმა რატო არ უთხრეს წადი საქართველოში სათამაშოდო თან გერმანიის 3 ლიგის გუნდიდან გამოძახება ეროვნულ ნაკრებში ცოტა არ იყოს არაა კარგი. ეხლა კიდე გოგიას გამო აგინონ ქეცბა