ფეხბურთი

0:43 | 27.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბედნიერი გიგზი და ფანტასტიკური ჯონჯო

 

ჯერ დღის ადრეული მატჩის შესახებ. ბოლო დროს “ევერტონს” ზედა ოთხეულში შესვლის და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრის შანსი გაუჩნდა, მაგრამ რობერტო მარტინენსის შეგირდებმა ყველაფერი წყალში ჩაყარეს. “კრისტალ პალასთან” ხომ წააგეს შინ. შაბათსაც, ორი გოლი საკუთარ კარში გაიტანეს და ფაქტობრივად, აჩუქეს 3 ქულა “საუთჰემპტონს.” ავტოგოლების გარდა მასპინძლებმა თამაშითაც აჯობეს მომხვდურთ. მომენტებიც მეტი შექმნეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. თამაში ხეირიანად არც იყო დაწყებული, როცა ლამბერტმა მარცხენა ფრთიდან ჩააწოდა საჯარიმოში და პარაგვაელმა ალკარასმა “ჩინებული თავური” გაუტანა საკუთარ მეკარეს. ამ დროს მხოლოდ მატჩის 53-ე წამი მიმდინარეობდა. დაახლოებით იგივე გამეორდა 31-ე წუთზე, ამჯერად მარჯვენა ფრთიდან საჯარიმოში კლაინმა ჩაჰკიდა და კოულმენმა ასევე თავით შეაგდო საკუთარ კარში. სტუმრები ცდილობდნენ, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ, მასპინძლებმა კი ბოლოსკენ კინაღამ მესამეც გაიტანეს, ლამბერტმა დაარტყა ძალიან სახიფათო საჯარიმო. მატჩს ინგლისის ნაკრების მწვრთნელი როი ჰოჯსონიც ესწრებოდა და ალბათ ეროვნული გუნდის კანდიდატების ლალანასა და ლამბერტის გარჯით კმაყოფილი დარჩებოდა, ორივემ მართლაც კარგად ითამაშა.

ევერტონელთა დამრიგებელი რობერტო მარტინესი, ცხადია, გაწბილებული იყო: “ძნელია ასეთ შედეგს შეეგუო. ძალიან გვინდოდა მოგება, მაგრამ ორმა ავტოგოლმა  ფსიქოლოგიურად დაგვთრგუნა და ჩვეული თამაში ვეღარ ვაჩვენეთ, - უთხრა მარტინესმა Sky Sports-ს. 

“ფულემი” ახლოს იყო ფელიქს მაგათის ხელმძღვანელობით კიდევ ერთი გამარჯვება მოეპოვებინა და გასავარდნ ზონას დასცილებოდა, მაგრამ დამთავრებამდე სამი წუთით ადრე ლონგმა ზუსტი თავური დაარტყა და სტუმარ ჰალელებს ფრე მოუტანა.

“ტოტენჰემმა” სტუმრად როუზის გოლით კერკეტი “სტოკ სიტი” დაამარცხა და მწვრთნელი ტიმ შერვუდი ერთობ კმაყოფილი დატოვა.

“სუონსიმ” კი “ასტონ ვილა” 4:1 შეარცხვინა. მიუხედავად იმისა, რომ ექსვიტესელმა ბონიმ დუბლი შეასრულა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე უდავოდ ექსლივერპულელი ჯონჯო შელვი იყო. მან ორი საგოლე გადაცემა მიითვალა და თავად ისეთი გაიტანა 47 მეტრიდან, რომელსაც ალბათ კიდევ დიდ ხანს დაატრიალებენ ინგლისური ტელევიზიები. ანგარიში 1:1 იყო და სწორედ ამ გოლმა გადაწყვიტა თამაშის ბედი, მეკარე გუზანმა ბურთი ცენტრისკენ დაარტყა, ის შელვის მიუვიდა და მანაც შეუჩერებლივ დაჰკრა, ძალიან ლამაზი გოლი გამოვიდა, თუმცა აქ მეკარის “დამსახურებაც” დიდი იყო.

დღის მთავარი ამბავი კი ცხადია, მანჩესტერის “ოლდ ტრეფორდზე” მოხდა. რაიან გიგზის მთავარმწვრთნელობით “იუნაიტედმა” “ნორვიჩი” 4:0 გაანადგურა და რიგ ეპიზოდებში სტუმართა მეკარეს რომ არ ევაჟკაცა, ანგარიში გაცილებით დიდი იქნებოდა. მას შემდეგ, რაც გიგზი მოთამაშე-მწვრთნელად დანიშნეს, ანუ როგორც ადრე იტყოდნენ ხოლმე: მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად, პირველი რაც გააკეთა, სერ ალექს ფერგიუსონს დაურეკა: “მეამაყება ასეთი საპასუხისმგებლო პოსტი რომ დავიკავე, თანაც ძალიან ვნერვიულობ, - თქვა უელსელმა, -ფერგიუსონს დავურეკე და რჩევა ვთხოვე. ყველას უნდა, რომ რთული სეზონი კარგად დავამთავროთ, თანაც დარჩენილ მატჩებში ჩემს სათამაშო ფილოსოფიას ნახავთ – “მანჩესტერ იუნაიტედის” ფილოსოფიას, რომელიც უშიშრობას, გონიერებას და სისწრაფეს ნიშნავს.”

დაახლოებით ასეთი რამ მოხდა “ოლდ ტრეფორდზე.” გიგზი მინდორზე საკლუბო კოსტიუმით გამოჩნდა, რაც საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულების ნიშანი იყო. ტრიბუნები კინაღამ დაინგრა მისი გამოჩენისას, “ემიუს” ქომაგებს სჯერათ, რომ უელსელი გუნდს ახალ სულს შთაბერავს და გააცოცხლებს.

Pპირველივე წუთებიდან ნათელი გახდა, რომ “ნორვიჩი” მანჩესტერში ცუდ დროს ჩავიდა. მასპინძლები ისე თამაშობდნენ, თითქოს წლევანდელი ჩავარდნა არც ყოფილიყოს, სტუმრები კი საერთოდ არ ჩანდნენ მინდორზე. თუმცა ანგარიში საკმაოდ გვიან, პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა უელბეკის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი რუნიმ ზუსტად დაარტყა. რუნიმ მეორე ტაიმის დასაწყისშიც გაიტანა და დუბლი მიითვალა. შემდეგ კი გიგზმა წარმატებული ცვლილება გააკეთა, მინდორზე უელბეკის ნაცვლად მატა გაიყვანა და ესპანელმაც არ უმტყუნა, რუნის მსგავსად დუბლი გაიფორმა და მატჩის ერთ-ერთი გმირიც გახდა. ხოლო რა ხდებოდა “ოლდ ტრეფორდზე” ბოლო წუთებზე და მატჩის შემდეგ, ალბათ ადვილი წარმოსადგენია.

“4:0 შესანიშნავი იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ, კარგია, როცა ყველაფერი გამოგდის, გოლების გატანა, მომენტების შექმნა. შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ უფრო სწრაფად ეთამაშათ და ეს დავალება ჩინებულად შეასრულეს, - უთხრა ბედნიერმა გიგზმა მატჩის შემდეგ BBC-ის.

 

 

საუთჰემპტონი – ევერტონი 2:0 (2:0)

საუთჰემპტონი. “სენტ მერის სთედიუმი.” 31 313

საუთჰემპტონი: ბორუცი, ჟოზე ფონტე, ლოვერნი, კლაინი, შოუ, დევისი (გული 90), ლალანა (რიდი 86), კორკი, ვანაიამა, ლამბერტი, გალახერი (უარდ-პროუსი 76)

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ევერტონი: ჰოვარდი, ბეინსი (გერბატი 90), ალკარასი, სტოუნზი, ბერი, კოულმენი, მაკარტი, ბარკლი (ოსმანი 46), ნეისმიტი, ლუკაკუ, დელოფე (მაკგიდი 58)

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლები: 1:0 ალკარასი (1, საკუთარ კარში), 2:0 კოულმენი (31, საკუთარ კარში)

გაფრთხილება: ბერი (45), ოსმანი (62)

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 5(3)-2(3), ჯარიმა: 11-12, კუთხური: 4-7, თამაშგარე: 1-5, სეივი: 2-2

 

ფულემი – ჰალ სიტი 2:2 (0:0)

ლონდონი. “ქრეივენ კოტეჯი.” 25 700

ფულემი: სტოკდეილი, ჰეიტინგა, რიისე (რიჩარდსონი 46), ამორებიეტა, ჰანგელანდი, რითერი, დიარა, სიდუელი (ბენტი 53), პარკერი, ჰოლტბი (დეჟაგა 46), როდალეგა

მწვრთნელი: ფელიქს მაგათი

ჰალ სიტი: ჰარპერი, როსენიორი (ბოიდი 81), დევისი, ბრიუსი (ალუკო 67), ჩესტერი, ჰადლსტოუნი, ელ მუჰამადი, მეილერი (საგბო 82), ლივერმორი, ლონგი, იელავიჩი

მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

გოლები: 1:0 დეჟაგა (55), 2:0 ამორებიეტა (58), 2:1 იელავიჩი (75), 2:2 ლონგი (87)

გაფრთხილება: დიარა (65); ელ მუჰამადი (16), იელავიჩი (21), ლივერმორი (45)

მსაჯი: ლი მეისონი

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 3(6)-3(1), ჯარიმა: 6-6, კუთხური: 7-2, თამაშგარე: 0-1, სეივი: 1-1

 

სტოკ სიტი – ტოტენჰემი 0:1 (0:1)

სტოკი. “ბრიტანია.” 26 021

სტოკ სიტი: ბეგოვიჩი, შოუქროსი, უილსონი, კამერონი, მუნიესა, აირლენდი (პეტერსი 55), ველანი, ნ’ზონზი, კრაუჩი (ასაიდი 60), ოდემვინგიე, არნაუტოვიჩი,

მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

ტოტენჰემი: ლორისი, კაბული, დოუსონი, როუზი (ფრაიერსი 69), ნოგტონი, ლენონი (თაუნსენდი 78), პაულინიო, შადლი (სიგურდსონი 73), ერიკსენი, ადებაიორი, კეინი

მწვრთნელი: ტიმ შერვუდი

გოლი: 0:1 როუზი (33)

გაფრთხილება: შოუქროსი (45), უილსონი (90), არნაუტოვიჩი (90+2); ნოგტონი (44), როუზი (65)

გაძევება: შოუქროსი (52, მეორე ყვითელი)

მსაჯი: ანდრე მარინერი

ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 3(7)-2(2), ჯარიმა: 11-6, კუთხური: 4-3, თამაშგარე: 4-2, სეივი: 3-3

 

სუონსი – ასტონ ვილა 4:1 (2:1)

სუონსი. “ლიბერთი.” 20 701

სუონსი: ვორმი, უილიამსი, ანხელ რანხელი (ტეილორი 77), ხორდი ამატი, დევისი, დე გუზმანი (ფალტონი 83), რუტლიჯი (ემნესი 88), ბრიტონი, შელვი, პაბლო ერნანდესი, ბონი

მწვრთნელი: გარი მონკი

ასტონ ვილა: გუზანი, ვლაარი, ბერტრანი, ბეიკერი, ელ აჰმადი (ჰოლტი 75), დელფი, ვესტვუდი, ოლბრაიტონი, ბაკუნა (ლაუტონი 46), აგბონლაჰორი, ვაიმანი (რობინსონი 67)

მწვრთნელი: პოლ ლამბერტი

გოლები: 1:0 ბონი (10), 1:1 აგბონლაჰორი (22), 2:1 შელვი (26), 3:1 პაბლო ერნანდესი (73), 4:1 ბონი (90+4 პენალტით)

გაფრთხილება: ხორდი ამატი (77); ოლბრაიტონი (89), ლაუტონი (90+2), ბეიკერი (90+2)

მსაჯი: მარკ კლატენბურგი

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 8(2)-3(3), ჯარიმა: 11-13, კუთხური: 9-6, თამაშგარე: 5-1, სეივი: 2-4

 

ვესტ ბრომვიჩი – ვესტ ჰემი 1:0 (1:0)

ვესტ ბრომვიჩი. “ჰოუთორნსი.” 26 541

ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი, ოლსონი, რიდი (მორისონი 45+1), ჯონსი, დოუსონი, ამალფიტანო, სესენონი (ანიჩებე 81), მულუმბუ, ბრანტი, დორანსი, ბერაინო (იაკობი 90+1)

მწვრთნელი: პეპე მელი

ვესტ ჰემი: ადრიანი, დემელი, მაკარტნი, რიდი, ტომკინსი (კოლინზი 33), დაუნუნგი (ჯო კოული 67), ნოლანი, ნოუბლი, ჯერვისი (კარლტონ კოული 79), დიამე, კეროლი

მწვრთნელი: სემ ელარდაისი

გოლი: 1:0 ბერაინო (11)

გაფრთხილება: კოლინზი (90+2)

მსაჯი: მაიკ დინი

ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 6(9)-3(6), ჯარიმა: 14-8, კუთხური: 7-6, თამაშგარე: 2-0, სეივი: 3-5

 

მანჩესტერ იუნაიტედი – ნორვიჩი 4:0 (1:0)

მანჩესტერი. “ოლდ ტრეფორდი.” 75 208

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა, ჯონსი, კერიკი, ვალენსია, კლევერლი (ერნანდესი 71), რუნი, კაგავა (იანგი 65), უელბეკი (მატა 60)

მწვრთნელი: რაიან გიგზი

ნორვიჩი: რადი, უიტაკერი, ოლსონი, ტერნერი, მარტინი, ფერი (ტეტი 80), სნოდგრასი, ჰაუსონი, ჯონსონი, რედმონდი (ჰუპერი 69), ვან ვოფსვინკელი (ელმანდერი 56)

მწვრთნელი: ნილ ადამსი

გოლი: 1:0, 2:0 რუნი (41 პენალტით, 48), 3:0, 4:0 მატა (63, 73)

გაფრთხილება: ევრა (64); ჰაუსონი (29)

მსაჯი: ლი პრობერტი

ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 11(7)-2(4), ჯარიმა: 8-14, კუთხური: 5-3, თამაშგარე: 1-0, სეივი: 2-7

 

მეგოლეები:

30 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)

20 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”)

18 – იაია ტურე (6, “მანჩესტერ სიტი”)

17 - უეინ რუნი (3, “მანჩესტერ იუნჰაიტედი”)

16 – სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”), ვილფრიდ ბონი (4, “სუონსი”)

15 – ჯეი როდრიგესი (საუთჰემპტონი”)

0.187872