“როგორც იქნა, გავიმარჯვეთ, ბიჭებმა მოედანზე ყველაფერი დადეს და შედეგსაც მივაღწიეთ. ძალიან გახარებულები ვართ”, – ფოთელთა მთავარი მწვრთნელის, 58 წლის სოსო ფილიას ეს სიტყვები კვირის ფრაზად შეიძლება მოვნათლოთ. ხუმრობა ხომ არ არის, წლევანდელი ჩემპიონატი აგვისტოში დაიწყო, მას შემდეგ 7 თვე მიილია და “კოლხეთმა” 17 მარტს პირველად გაიმარჯვა. თანაც ბოლნისის “სიონს” მოუგო - გუნდს, რომელსაც ზღვისპირელების არ იყოს, ქულები ჰაერივით სჭირდება და გაზაფხულზე ერთობ ყოჩაღად გამოიყურება.
“ფაზისის” სტადიონზე მისულმა 300-მდე მაყურებელმა იხილა კოკისპირული წვიმისგან დატბორილი მინდორი, თავისი გუნდის თავგანწირვა, შეხლა-შემოხლა და ჩოჩქოლი მეტოქე ფეხბურთელებს შორის. მძიმე მატჩი გამოდგა პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობითაც. გამარჯვების გოლი კოლხებმა დამთავრებამდე 6 წუთით ადრე გაიტანეს. ბრაზილიელმა ვიტორ როსინიმ გამოზომილად ჩააწოდა მოწინააღმდეგის საჯარიმოში და იქვე მყოფმა 21 წლის შალვა კვანტალიანმა ზუსტად დაარტყა.
ზღვისპირელები ვახსენეთ და ზედიზედ მეორე თამაში მოიგო ბათუმის “დინამომ”. წინა ტურში გია გურულის შეგირდებმა მარტვილიდან წამოიღეს 3 ქულა, კვირას კი ლამის მშობლიურად ქცეულ “ჩელე არენაზე” ბესიკ ჩიმაკაძის დუბლით “ვიტ ჯორჯიას” 2:0 მოუგეს. მიუხედავად ამისა, ეს ორი გუნდი დღეს მაინც უმაღლესიდან გავარდნის მთავარი კანდიდატები არიან. თუმცა, წინ ჯერ კიდევ 8 ტურია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
წვიმიანობამ ამ ტურს თავისი დაღი დაასვა. ჯერ ისედაც რა მინდვრები გვაქვს და ჭარბმა ნალექმა საერთოდ გააფუჭა საქმე. ასე იყო ზესტაფონშიც, განმუხურშიც და თბილისშიც, თუმცა “დინამო არენა” მაინც სხვებზე უკეთ გამოიყურებოდა. “დინამო” – “დილას” ცენტრალურმა მატჩმაც მეტ-ნაკლები ინტერესით ჩაიარა. სახიფათო მომენტები ბევრი არ ყოფილა, მაგრამ დაძაბულობა მთელი 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. დინამოელები თითქოს უფრო დამძიმებულები ჩანდნენ. შესაძლოა, ეს მწვრთნელის დავალებაც იყო. ეპიზოდებში სტუმარი გორელები გაცილებით ცოცხლად გამოიყურებოდნენ და თუ ეს მათი ახალი ლიტველი დამრიგებლის, ვალდას ივანაუსკასის საფეხბურთო ფილოსოფიაა, მხოლოდ მისასალმებელია. ისე, ვისაც ივანაუსკასის თამაში ახსოვს, მისი სწრაფი და აგრესიული ტაქტიკა მოულოდნელობა არ უნდა იყოს.
ჯამში, 24-ე სათამაშო დღეს სატურნირო იერარქიაში რაიმე ცვლილება არ შეუტანია.
I-VI ადგილებისთვის
დინამო (თბ) – დილა 0:0
ზუგდიდი – ჩიხურა 1:3 (1:0)
გოლები: 1:0 ირაკლი ეხვაია (26), 1:1 ბესიკ დეკანოიძე (67), 1:2 ნიკო კვასხვაძე (80), 1:3 ბესიკ დეკანოიძე (90+2)
ზესტაფონი – ტორპედო 0:0
1 | დინამო (თბილისი) |
24 | 17 | 5 | 2 | 66:19 | 56 |
2 | დილა (გორი) | 24 | 17 | 2 | 5 | 38:16 | 53 |
3 | ტორპედო (ქუთაისი) | 24 | 14 | 5 | 5 | 41:18 | 47 |
4 | ჩიხურა (საჩხერე) | 24 | 14 | 5 | 5 | 38:22 | 47 |
5 | ზესტაფონი | 24 | 11 | 5 | 8 | 31:22 | 38 |
6 | ზუგდიდი | 24 | 10 | 5 | 9 | 28:32 | 35 |
VII-XII ადგილებისთვის
კოლხეთი – სიონი 2:1 (1:1)
გოლები: 1:0 თეიმურაზ ფარულავა (20), 1:1 აკაკი მიკუჩაძე (33, პენ), 2:1 შალვა კვანტალიანი (84)
დინამო (ბთ) – ვიტ ჯორჯია 2:0 (1:0)
გოლი: 1:0, 2:0 ბესიკ ჩიმაკაძე (40, 90 პენ)
მეტალურგი – მერანი 1:1 (1:1)
გოლი: 1:0 ზვიად ლობჯანიძე (20), 1:1 ლაშა კუჭუხიძე (39)
1 | მეტალურგი (რუსთავი) | 24 | 10 | 5 | 9 | 23:27 | 35 |
2 | მერანი (მარტვილი) | 24 | 7 | 3 | 14 | 24:38 | 24 |
3 | ვიტ ჯორჯია (თბილისი) | 24 | 5 | 7 | 12 | 15:33 | 22 |
4 | სიონი (ბოლნისი) | 24 | 5 | 6 | 13 | 17:40 | 21 |
5 | დინამო (ბათუმი) | 24 | 5 | 4 |
15 | 25:47 | 19 |
6 | კოლხეთი (ფოთი) | 24 | 1 | 4 | 19 | 13:45 | 7 |
მეგოლეები:
18 - ჩისკო (3 პენ, "დინამო" თბილისი)
17 - ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)
13 - საბა ლომია (“მერანი”)
12 – ალვარო (“დინამო” თბილისი)
10 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)
7 - დავით ოდიკაძე (6, “ჩიხურა”), ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”), ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”), დიმიტრი ტატანაშვილი (“მეტალურგი” / “დინამო” თბილისი)
6 – მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), ბესიკ ჩიმაკაძე (1, “ვიტ ჯორჯია” / “დინამო” ბათუმი), რევაზ ჯიქია (“სიონი” / გუნდში აღარ არის), ლევან ხმალაძე, გიორგი მერებაშვილი (“დინამო” თბილისი), დავით კირკიტაძე (“ჩიხურა”),
5 - გიორგი ბერიაშვილი, გიორგი კუხიანიძე (2), ელგუჯა გრიგალაშვილი (ყველა - “ტორპედო”), თორნიკე გორგიაშვილი (“ზესტაფონი”), ნიკო კვასხვაძე ("ჩიხურა")
4 – რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), გიორგი დათუნაიშვილი (“ტორპედო”), ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ნიკა დიასამიძე (“დინამო” ბათუმი), რომან ახალკაცი (“დილა” / “მეტალურგი”), ლაშა გვალია (1), ირაკლი მოდებაძე (2, ორივე - “დილა”)
3 – შოთა ლომია, დავით გამეზარდაშვილი (ორივე - “ზუგდიდი”), გულვერდ თომაშვილი, გიორგი კახელიშვილი, ნათან ჟუნიორი (ყველა - “დილა”), გიორგი ონიანი (“დილა” / “ტორპედო”), თორნიკე ბერიძე (“დინამო” ბათუმი), ლევან შარიქაძე, შოთა ბაბუნაშვილი (ორივე - “ზესტაფონი”), პავლე დათუნაიშვილი, შალვა კვანტალიანი (ორივე - “კოლხეთი”), გივი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), გაგა ჩხეტიანი (“ჩიხურა”)
2 – ალექსანდრე ბენაშვილი, მიხეილ სარდალიშვილი (ორივე – “ზესტაფონი”), ზურაბ მენთეშაშვილი (“ზესტაფონი” / “მეტალურგი”), ლევან კუტალია (1,“ზუგდიდი” / “ზესტაფონი”), გიგა ამბროლაძე, ნოდარ ნოზაძე, მამუკა ტორონჯაძე (ყველა - "მერანი"), რევაზ გოცირიძე, თემურ შარაშენიძე, გიორგი მიქაბერიძე (ყველა - “მეტალურგი”), სანდრო გურული (1 “დილა” / “დინამო” ბათუმი), დათო კვირკველია (1, “დილა”), ირაკლი კლიმიაშვილი (“დილა” / თავისუფალი აგენტი), პაატა ცხვიტარია (“კოლხეთი”), გრიგოლ დოლიძე, ბექა ტუღუში, ლაშა შერგელაშვილი (ყველა - “ტორპედო”), ალექსანდრე ბაციკაძე, ირაკლი ცნობილაძე, ამირან მუჯირი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ელგუჯა ლობჟანიძე, ლაშა გაბრიჩიძე (ორივე - “ვიტ ჯორჯია”), ზვიად სიხარულია (“ზუგდიდი”), მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)
1 – თორნიკე აფციაური, ოთარ კვერნაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ბერდია შარვაძე, იგორ იელიჩი, ბოტი გოა დემელი, თეიმურაზ ღონღაძე (ყველა - “ზესტაფონი”), გიორგი რეხვიაშვილი, გივი დიდავა, ვალერი იობაშვილი, დათა სიჭინავა, ლაშა კუჭუხიძე (ყველა - “მერანი”), პატრიკ მილხრაუმი (“ზესტაფონი” / “დინამო თბილისი), რობერტინიო (“დინამო” თბილისი / “ინტერი” ბაქო), ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, არჩილ ტვილდიანი (ორივე – “დინამო” თბილისი), ალექსანდრე კოშკაძე (“ზუგდიდი” / “დინამო” ბათუმი), გელა გოგიტიძე, ოლექსანდრ ტიმჩიშინი, კარენ მაკარიანი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, გიორგი ქუცურუა (გუნდში აღარ არის), დავით სვანიძე, გიორგი მანწკავა, გიორგი ფეიქრიშვილი (გუნდში აღარ არის), ვილი ისიანი, გიორგი ჭანკოტაძე (გუნდში აღარ არის), დაჩი ფოფხაძე, პაველ ჰაიდუჩეკი, გიორგი ცხადაია, აკაკი მიკუჩაძე (1) (ყველა - “სიონი”), გიორგი ჭედია (“სიონი” / ამჟამად უგუნდოდ), ედიკ საჯაია, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, ლევან ბაკურაძე, ჯაბა ბერიანიძე, როინ ონიანი, დავით ბოლქვაძე, ბესიკ დეკანოიძე (ყველა - “ჩიხურა”), ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, გიორგი ფანცულაია, ნიკა ფირცხალავა (ყველა - “ტორპედო”), გიორგი ვასაძე, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი კორიფაძე, გურამ გურეშიძე, ირაკლი ღიბრაძე, გურამ ადამაძე (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), გიორგი ლაშქარავა, ირაკლი ეხვაია (ორივე - “ზუგდიდი”), ალექსანდრე კვახაძე (“ტორპედო” / “დილა”), ვალერი კაციტაძე, მიხეილ გორელიშვილი, კახა ალადაშვილი, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია (ყველა - “დილა”) ლაშა სალუქვაძე (“დილა” / “სკა –ენერგია” ხაბაროვსკი), ომარ გოგონაია, ილია პავლიაშვილი, თეიმურაზ ფარულავა (ყველა – “კოლხეთი”), ჯემალ გაბუნია (“კოლხეთი” / “დინამო” ბათუმი), ანზორ სუხიაშვილი, რევაზ გეწაძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე, გოგი ფიფია, ზვიად ლობჟანიძე (ყველა - “მეტალურგი”), დავით ჯანელიძე (“მეტალურგი” / “თურანი” აზერბაიჯანი)
ავტოგოლები: 2- ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”), 1 - ირაკლი კვეკვესკირი, გელა გოგიტიძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა კასრაძე (“ვიტ ჯორჯია”), გივი ქარქუზაშვილი (“მერანი”), გია ჩადუნელი (“კოლხეთი”)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა