ჩოგბურთი

16:46 | 17.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბებრების” ფინალი

 

ცინცინატის “მასტერზ1000”-ის ფინალში ერთმანეთს 33 წლის შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და მასზე ერთი წლით უმცროსი ესპანელი დავიდ ფერერი შეხვდებიან. ამ ტურნირების ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც გადამწყვეტ მატჩში სათამაშოდ 30 წელს გადაცილებული ჩოგბურთელები გავლენ.

“ცხადია, კმაყოფილი ვარ - “მასტერზ1000”-ის ფინალში ხომ მიმდინარე სეზონში პირველად გავედი. წინასწარ არაფრის თქმა არ მსურს, ფედერერის წინააღმდეგ კი მობილიზებული ვითამაშებ”, - აცხადებს ფერერი.

შეგახსენებთ, ნახევარფინალში ფერერმა ფრანგ ჟულიენ ბენეტოს 6:3, 6:2 სძლია, ფედერერთან კი დავიდს მკვეთრად უარყოფითი ბალანსი აქვს - როჯერმა ყველა დაპირისპირება (15) მოუგო ცინცინატის ტურნირის ფინალის მეტოქეს.  

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166791