ძიუდო

0:14 | 28.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბებოშვილი ევროპის თასის მფლობელია

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების გარდა, მიმდინარე უქმეებზე გოგონათა გუნდმაც იყოჩაღა, რომელმაც რუმინეთის ქალაქ პიტეშტში გამართულ კადეტთა ევროპის თასზე ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

ტურნირის გამარჯვებული მზია ბებოშვილი გახდა, რომელმაც 52 კგ. წონით კატეგორიაში ოთხ მეტოქეს აჯობა (სამს იპონით) და პირველი ადგილის არავის დაუთმო.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ხატია ჯანაშვილმა (63 კგ.), რომელმაც ნახევარფინალი ბრიტანელ მეტოქესთან დათმო, მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში კი სერბ ძიუდოისტს აჯობა.

ბრინჯაოსთვის იჭიდავეს ნატალია ყიფშიძემ და სალომე მჭედლიშვილმაც (70 კგ.), თუმცა, მათ მარცხი შეემთხვათ და მე-5 პოზიციები ერგოთ.

ევროპის თასზე სალომე მარგიანმა (48 კგ.), ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) და ნია ნატროშვილმაც (70 კგ.) იასპარეზეს, მაგრამ მათ მედლებისთვის ბრძოლის შანსი არ მისცემიათ.

0.114131