დასავლეთლონდონის “ჩელსის” ოფიციალური ვებგვერდის თანახმად “არისტოკრატებმა” “ბაზელის” ფორვარდი მოჰამედ სალაჰი გადაიბირეს. კლუბებმა ურთიერთშეთანხმებას მიაღწიეს, სალაჰმა კი ლონდონში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.
მოარული ხმების თანახმად, სტემფორდ ბრიჯელებს სალაჰის შეძენა 11 მილიონი გირვანქა დაუჯდათ. იმასაც ამბობენ, რომ მოჰამედის საკუთარ “ენფილდზე” ხილვა “ლივერპულსაც” სურდა, მაგრამ მერსისაიდელებს ლონდონელებმა აჯობეს.