“ბაზელი” ევროპის ლიგის მეოთხედფინალში “ვალენსიასთან” გასამართ მატჩს გულშემატკივრების გარეშე უმასპინძლებს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც UEFA-მ შვეიცარული კლუბი დასაჯა.
ევროპის ლიგის 1/8-ფინალში, “ზალცბურგთან” გამართული მატჩის დროს, “ბაზელის” გულშემატკივრები ტრიბუნებიდან სხვადასხვა ნივეთებს ისროდნენ, რის გამოც, პირველ ტაიმში, არბიტრს თამაშის შეჩერება მოუხდა.
UEFA-ს გადაწყვეტილებით, “ბაზელი” ევროტურნირის უახლოეს საშინაო თამაშს ცარიელი ტრიბუნებით ჩაატარებს. გარდა ამისა, შვეიცარიელებს 100 ათასი ევროს გადახდაც დაეკისრათ.