ეს უკვე საქმეა, თანაც - სერიოზული! როგორც იქნა, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებებს საკუთარი, თანაც შესანიშნავი ბაზა აქვთ. „როგორც იქნა“-ში ყველაზე ნაკლებად დამნაშავე ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობაა. ეს უდიდესი პრობლემა სათავეს პრაქტიკულად იმ დღეებიდანვე იღებს ქართული ფეხბურთი დამოუკიდებელი რომ გახდა. მას შემდეგ ფეხბურთის ფედერაციაში ხელმძღვანელობა რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა ლაგოდეხის სპორტულ ბაზაზე ყველაფერი უცვლელი - გაპარტახებული იყო.
ისეც არ მინდა გამოვიდეს, რომ ამდენი წლის განმავლობაში ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ არაფერი გაკეთებულა. უფროსი ნოდარ ახალკაციდან დაწყებული, მერაბ ჟორდანიას გავლით და უმცროსი ნოდარ ახალკაცით დამთავრებული, რაღაც კეთდებოდა. ერთი ბავშვთა ტურნირებს აფუძნებდა და აპიარებდა, მეორემ ფედერაციის ახალი შენობა დაგვიტოვა, მესამემ ასაკობრივ ნაკრებთა გაძლიერებაზე აქცენტირებით და ეროვნული ნაკრების დონეზე წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების ნაკრებებთან სპარინგებით გაითქვა სახელი. თუმცა... დიდი გამჭვირვალობით თავი არცერთი მათგანის დროს მოუკლავთ ფედერაციაში და შესაბამისად, ქომაგს, მითუმეტეს მასმედიას ყოველთვის ჰქონდა საფუძვლიანი ეჭვი რომ გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა.
მეტის კეთების მოთხოვნით ზვიად სიჭინავასაც კიდევ არაერთხელ მიმართავენ, მაგრამ როგორც 23 ნოემბერს სფფ-ის მიერ მოწყობილ საგანგებო მედია-ტურის დროს ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან ითქვა, ლაგოდეხის ბაზის კეთილმოწყობისთვის გვერდის ავლა დღევანდელი პრეზიდენტის ყველაზე დიდ კრიტიკოსებსაც გაუჭირდებათ...
თავად სიჭინავა ამ პროექტის განხორციელებას მთლიანად ფიფა-უეფას მიაწერს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჯიბეში ხელჩაწყობილი არც ქართული მხარე იყო. „ეს კარგი საქმე საერთაშორისო ფედერაციების დაფინანსებით კეთდება, ჩვენი დამსახურება კი მხოლოდ ის არის, ფული სახლში რომ არ მიგვაქვს და აქაურობის კეთილმოწყობას ვახმართ“, - ნახევრად იხუმრა სიჭინავამ ერთერთი მორიგი სადღეგრძელოს წარმოთქმისას - გიორგობა დღე იყო, თანაც ფაქტობრივად ახალმოსახლეობას აღვნიშნავდით და აბა, ჭიქის აწევის გარეშე როგორ იქნებოდა...
სადღეგრძელოებამდე კი ძირითადი შენობა - ოთხსართულიანი კომპლექსი დაგვათვალიერებინეს. თუ რამდენად სასიამოვნო განცდა შეიძლება დაგეუფლოს კაცს ამ პროცესის დროს, თანდართული ფოტოების ხილვისას შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. მოკლედ კი ასეა - ნორმალური, ადამიანური, სპორტსმენისთვის აუცილებელი ყველა პირობა გათვალისწინებულია. და რაც მთავარია - ნაკლებადპომპეზურია...
ღამით მასმედიის წარმომადგენლებმა კომპლექსში განთავსებული ნომრებიც დავაჭაშნიკეთ (როგორც სფფ-ის პრესსამსახური იუწყება, პირველები ვიყავით, ვინც ახლადგარემონტებულ საცხოვრებელ კორპუსში ღამე გაათია), მეორე დილით კი სიჭინავასთან ერთად, სპორტულმა დირექტორმა არჩილ არველაძემ მთლიანად რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კორპუსის ერთი ფლიგელი, კვების ბლოკი, გასართობი და დასასვენებელი ზონები, საპრესკონფერენციო დარბაზი დაგვათვალიერებინა.
ფედერაციისვე მონაცემებით: „ბაზა 170 კაცს დაიტევს და ერთდროულად 5-6 გუნდის მიღებას შეძლებს. თავისი მდებარეობითა და შესაძლებლობებით უნიკალურ ბაზაზე ბოლო 1 წელია ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. ამჟამად, დასრულებულია რეაბილიტაციის მეორე ეტაპი.
ძირითადი სარემონტო სამუშაოები დამთავრებულია მეორე ფლიგელზეც და გაზაფხულისთვის, შიდა სამუშაოებიც დასრულდება. ამის შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია უკვე მოედნების მშენებლობას დაიწყებს. ამჟამად, ლაგოდეხის ბაზას ერთი, ბუნებრივსაფარიანი, სტანდარტული მოედანი აქვს, რომელიც გაზაფხულიდან განახლდება - დაიგება ახალი საფარი, განახლდება და მოეწყობა ტრიბუნები. ამის გარდა, ბაზის ტერიტორიაზე გაკეთდება ორი სტანდარტული, ხელოვნურსაფარიანი და ერთიც მინი-მოედანი. როგორც კი ბიუჯეტი დამტკიცდება, მოედნების მშენებლობაც მაშინვე დაიწყება.
სფფ-ის ლაგოდეხის ბაზა იმითაც იქნება სასარგებლო და უნიკალური, რომ აქ შეკრებების გავლას სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლებიც შეძლებენ, ვინაიდან მოედნების გარდა, ბაზას აქვს დიდი დარბაზი, რითაც მოჭიდავეებიც ისარგებლებენ. ამასთან, მოეწყობა საკალათბურთო დარბაზი და საცურაო აუზი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბაზაზე, სხვადასხვა სპორტულ სექციებში უფასოდ ივარჯიშებენ ადგილობრივი ბავშვები.
ლაგოდეხის ბაზის სრული სარეაბილიტაციო პროცესი 2014 წლის ბოლოს დასრულდება“.
როგორც სიჭინავამ გვითხრა, მას კარგა ხანია დაწყებული აქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა სპორტული კლუბებისა თუ ფედერაციების ხელმძღვანელობებთან, რათა ბაზის სათანადოდ დატვირთვა და შესაბამისად შემოსავლებიც აქედანვე გაინაღდოს. და არც ის დაუმალავს, რომ ერთი-ორ „მსხვილ“ კლიენტს უკვე პრაქტიკულად შეუთანხმდა. ასე რომ, მალე ლაგოდეხის ბაზა და მისი სტუმარ-მასპინძლობა ნამდვილ სიცოცხლეს შეიგრძნობს. ზოგისთვის ეს ფასიანი იქნება, ზოგისთვის - უფასო, თუმცა, სიამოვნება ყველა ვარიანტში გარანტირებული აქვთ...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მშვენიერი ადგილია და შესანიშნავი პირობები ექნება ჩვენს ნაკრებებს.. არა მარტო ფეხბრთის..
ნაკრებიც ეკურთხებიათ,,,,.თუ ის ეყოფა წაგებული
თამაშის მერე რომ აკურთხებს მაყურებელი
მაგათ გამოლოცვა უფრო მოუხდებათ,გათვალულები არიან.
მაგ ბაზის გვერდით, ღობის გარეთ არხი ჩამოედინება და უპრობლემოდ შეიძლება მინდვრის სარწყავი სისტემის მოწყობა. მთავარია მოინდომონ, ნორმალური მინდორი გამოვა. მახსოვს ერთ კვირაში გავამწვანეთ ეგ ბალახი 90-იან წლებში შეკრებაზე რომ ვიყავით. ასაწყობი მილებით გადმოგვყავდა წყალი.
იმედია არ დახარჯავენ უაზროდ დიდ თანხებს
)))
დღევანდელი ნაკრების ფეხბურთელები არც უნდა მიაკარო ამ ბაზას :დდდ
ამ ქართველ ფეხბურთელებს კიდე საბილიარდოები და მსგავსი გასართობები უნდათ?
აბა მოგებული თამაშის მერე განტვირთვა არ უნდათ ბიჭებს DD
კარგია ... მომეწონა
)
ბაბუ 100% გეთანხმები კარგად ჩამოაყალიბე. სიჭინავა გიორგი-ტეხნარი თუ ბორია-კლდე გყავს მხედველობაში
ეს ისეთი საფეხბურთო გვარია ვინმეს გამოტოვება არ ივარგებს.
ისე მე ერთი ადამიანი შემხვდა ამ გვარის და თავისი საქმის პროფესიონალი ოყო.აცხონოს ღმერთმა ვისაც მე ვგულისხმობ.
ყველაზე ცუდი უმადურობაა,რა გჭირთ ქართველებო,კაცმა ააშენა, ხომ არ დაუნგრევია.ყოჩაღ სიჭინავას,როგორც არ უნდა თქვათ ასეთი მეურნე კაცი არავისი სალანძღავი და საქილიკო არ არის.მის გარდა ფეხბურთის უამრავი სპეციალისტია ფედერაციაში და მიხედონ ფეხბურთს,ყველანი რომ ჩრდილში არიან
სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ფეხბურთს და მაგარი იქნება!!!
სიი რაო,მაგ მინდორზე კარგი მოსავალი მოვაო კართოფილის? რა გითხრეს კახელმა იმერლებმა? D:
სერიოზულად კი დროა კახეთში ერთი ნორმალური გუნდი მაინს იყოს,ესევე კარგი სტადიონით და არა ორ ან სამ მხარეს რომ აქვს ტრიბუნები ისეთი...
მსოფლიო ჩემპიონები ვართ სტადიონებში,რომლებსაც მხოლოდ ერთი,ან ორი,ან სამ მხარეს აქვს ტრიბუნა.
ოთხ ტრიბუნიანი მხოლოდ სამი სტადიონი გვაქვს:დინამო არენა,მ.მესხი და ქუთაისის. მგონი ბოლნისშიც ოთხიანი უნდა იყოს.
დანარჩენი კი...
ძველი ჰაი ბერი ყოფილა უქმად და გამდმოვიტანოთ
ყველაფერზე უკმაყოფილო როგორ ხართ
)გაკეთდეს რამე და 10ჯერ გახსნან
ბაზის კეთებით რომ ნაკრები კეთდებოდეს, დღეს კუვეიტი მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონი მაინც იქნებოდა! სამწუხაროდ ჩვენ იმ მთავარ რესურსს რასაც ნიჭი ქვია ვერ ვიყენებთ! იმიტომ რომ ფეხბურთის მცოდნე მწვრთნელები არ გვყავს ელემენტარულად! არ გვაქ ფეხბურთის განვითარების საერთო კონცეფცია! ესპანეთის 17 წლამდე ნაკრების ყოველ ვარჯიშზე, მინდორი სამჯერ ირწყვება თურმე. არიქა და ტემპში არ ჩამორჩნენო. ასეთი მიდგომა გვინდა, მაგრამ სადაა...
მერე მორწყან ამათმაც წყალი არ გვაქვს თუ რა პრობლემაა,
ქართველებს დაქოქვა გვიჭირს მერე კი ვეღარ გაგვაჩერებენ,მე მჯერა რომ ეს დაქოქვა მალე დაიწყება,და აქ კი ვლანძღეთ და ვაგინეთ სიჭის, მაგრამ რომ დავუკვირდეთ ამდენი საქმე არ გაუკეთებია ჯერ არავის,ვალებიც დაფარა ინფრასტრუქტურასაც გაჭირვებით მაგრამ მაინც მიხედა და საიდან რას აძვრენენ კაცმა არ იცის,გადახედეთ სხვა ქვეყნის ფედერაციებს ასე სამათხოვროდ არც ერთი არაა,ყველა ბიზნესიდან და სახელმწიფოდან იღებს დაფინანსებას,ჩვენ ხიდის თავში ვზივართ ხელგაშვერილი და ამიტომაც ვთქვი საღოლ სიჭი ამასაც რომ ახერხებ თქო.
ფეხბურთის ცოდნა არ ცოდნა სხვა საქმეა,არაა სავალდებულო ამან ფეხბურთი იცოდეს, ფეხბურთის და მსაჯების კონტროლი სხვებმა უნდა გააკეთონ ვინც ამაში ფულს იღებს.
წავა ეს და ის ვინც მოვა ამაზე მეტი უნდა გააკეთოს,ეს უნდა დაუყენონ პირობად.
თუმცა კარგია რათქმაუნდა რომ გაკეთდა. მაგრამ გაზაფხულს რათქმაუნდა ვერ მოიყვანს..
კარგია კარგი,რასაც კარგს გააკეთებტ რა აჯობებს მაგას.
პ.ს.სიჭი როგორ ურტყავს ბურთს გეგონება ის დიდი სიჭინავააო.საღოლ
როგორც სიჭინავამ გუშინ თქვა ეს არამარტო ფეხბურთის არამედ სხვადასხვა სპორტის სახეობების იქნება
დასრულებამდე კიდევ 7 ჯერ გახსნიან , კი მაგარი საქმე გააკეთეს , არავინ არ უკარგავს მაგრამ ჯერ თააამთავრეთ და მერე გახსენით, მიშა სააკაშვილის არ იყოს,
;დ
იმედია ქართულ ფეხბურთს სასიკეთოდ წაადგება.
ე ბიჭო ჯერ დაასრულეთ ბოლომდე როგორცაა პროექტში და მერე აკურთხეთ!....რა პირველი ეტაპი,მეორე ეტაპი....უმოედნოდ ეგ ბაზა კი არა სასტუმროა....