გლდანში გრძელდება საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატი. დღევანდელი შეხვედრების შემდეგ სატურნირო ცხრილში რამდენიმე ცვლილება მოხდა. კერძოდ, აქამდე მე-5 ადგილზე მყოფმა “ბათუმმა” 40:31 მოუგო “გორს” და მე-3 პოზიციაზე აინაცვლა, ხოლო მესამედან მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა “ქარიშხალა”, რომელიც“ქუთაისთან” 34:42 დამარცხდა.
მორიგი გამარჯვება მოიპოვა გათამაშების ლიდერმა სსაუ-“თბილისმა” – ამჯერად თსუ-ს რვაბურთიანი სხვაობით 40:32 სძლია.
19 ნოემბერი
“ბათუმი” – “გორი” 40:31
“ქუთაისი” – “ქარიშხალა” 42:34
სსაუ-“თბილისი” – თსუ 40:32
სატურნირო მდგომარეობა
| 1. სსაუ-თბილისი | 7 | 7 | 0 | 0 | 324-227 | 14 |
| 2. ქუთაისი | 7 | 5 | 2 | 0 | 288-281 | 10 |
| 3. ბათუმი | 7 | 3 | 3 | 1 | 245-238 | 7 |
| 4. ქარიშხალა | 7 | 3 | 4 | 0 | 255-268 | 6 |
| 5. თსუ | 7 | 2 | 4 | 1 | 264-260 | 5 |
| 6. გორი | 7 | 0 | 7 | 0 | 235-335 | 0 |
20 ნოემბერი:
“გორი” - თსუ
“ქუთაისი” - სსაუ-“თბილისი”
“ქარიშხალა” - “ბათუმი”
მაკა თოიძე







