ჩოგბურთი

17:44 | 11.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის ტურნირი ქართველთა გარეშე გაგრძელდება

ბათუმის საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია, მასპინძელთა მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება.

ერთეულთა გათამაშებას ბოლო ქართველი ჯერ კიდევ გუშინ გამოეთიშა, დღეს კი, ასპარეზობა უკანასკნელმა ქართულმა წყვილმაც დაასრულა.

მეოთხედფინალურ ეტაპზე ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია მე-4 ნომრად განთესილ ნათელა ძალამიძეს (რუსეთი) და სვიატლანა პირაჟენკას (ბელარუსი) გადაეყარნენ და 3:6, 3:6 წააგეს.

0.127921