კალათბურთი

21:17 | 10.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბათუმი-რსუმ” მესამე ლეგიონერი დაიმატა

სუპერლიგის მონაწილე “ბათუმი-რსუმ” მე-3 ლეგიონერი, ამერიკელი გამთამაშებელი ჯუნიორ-კარლაილ კადუგანი დაიმატა, რომელიც კანადის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ბათუმი-რსუს” მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ კობეშავიძემ განუცხადა.

“კადუგანი ბათუმში 10 ოქტომბერს ჩამოვიდა. დღეს დაისვენა, გუნდთან ერთად პირველ ვარჯიშს 11 ოქტომბერს ჩაატარებს”, _ გვითხრა კობეშავიძემ. შეგახსენებთ, რომ “ბათუმი-რსუმ” კადუგანამდე ორი ამერიკელი ლეგიონერი, ფორვარდ-ცენტრი, ჯეიმი-დერელი ჯექსონი და უკანახაზელი ჯერემი-ჯეიმს სეფოლდი დაიმატა.

აღნიშნულ კალათბურთელებთან ერთად ზღვისპირელებმა თსუ-ს ყოფილი ცენტრი ირაკლი კობიძე დაიმატეს, ხოლო კიდევ ერთი ცენტრი მამუკა ბოლქვაძე გუნდს ერთწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა.


 

 

0.142426