ჩოგბურთი

19:46 | 16.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმი ქალ ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს

 

ბათუმში დაიწყო ბათუმის ნავთობტერმინალის მე-16 საერთაშორისო ტურნირი ქალთა შორის, რომლის საპრიზო ფონდი 25 ათას ამერიკული დოლარია.

საკვალიფიკაციო ეტაპში რვა ქართველი ჩოგბურთელი (თინათინ ყავლაშვილი, ბაბილინა მაჩაიძე, კლეოპატრა ქარუმიძე, ანა ქადაგიძე, მარიამ ღოღელაშვილი, თამარ ჭალაგანიძე, ლანა როსტიაშვილი, მარიამ ბოლქვაძე) მონაწილეობდა. სამწუხაროდ,მათგან ძირითად ბადეში ერთიც კი ვერ გავიდა. ამ ეტაპზე ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელი, ეროვნული ნაკრების წევრი სოფო შაფათავა იასპარეზებს, რომელიც რეიტინგიდან გამომდინარე არის განთესილი.

 


 

 

 

0.115855