სხვა

21:08 | 25.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმი, მაგიდის ჩოგბურთში, საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის ეგიდით, 29 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ქალაქ ბათუმში გაიმართება საერთაშორისო ტურნირი იუნიორთა შორის.
როგორც “მსოფლიო სპორტს” მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციიდან აცნობეს, ასეთი რამ საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში პირველად ხდება.
ტურნირი ჯერ ჯგუფური, შემდეგ კი, ოლიმპიური სისტემით გაიმართება და მასში, საქართველოს I და II ნაკრებებთან ერთად, ანკარის ერთი, ერევნის 2 და კვიპროსის 6 გუნდი იასპარეზებს.
მოგვიანებით გახდება ცნობილი მონაწილე სპორტსმენთა საერთო რაოდენობის შესახებ და აგრეთვე, მიიღებენ თუ არა ტურნირში მონაწილეობას ბელარუსი სპორტსმენები.
მაკა თოიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09777