A Bola-ს ინფორმაციით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მიშელ ბასტოსმა არაბეთის გაერთიანებული ემირატების კლუბ "ალ-აინისთან" ხელშეკრულება გაწყვიტა და "სან პაულუსთან" 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გულშემატკივრებს 31 წლის ფეხბურთელი ფრანგულ "ლილსა" და "ლიონში" ყოფნის პერიოდიდან უფრო დაამახსოვრდათ. გასული სეზონის სტარტამდე, ბრაზილიელმა "ოლიმპიკიდან" "ალ-აინის" მიაშურა, საიდანაც ნახევარი სეზონის შემდეგ იტალიურ "რომაში" განათხოვრდა.
ფრანგულ კლუბებში გატარებული 7 სეზონის განმავლობაში, ბასტოსმა 248 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 63 გოლი და თავი 38 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა. "რომას" მაისურით, ბრაზილიელმა იტალიის ჩემპიონატში 16 მატჩის ჩატარება მოასწრო და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.
გიორგი ბალახაძე