ფეხბურთი

18:01 | 22.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასტოსი “ლაციოსა” და მის გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის

იტალიური “რომას” ახალწვეული მიშელ ბასტოსი “ლაციოსა” და მის გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის. ამის მიზეზი მისი პრეზენტაციის დროს მომხდარი ფაქტია.

“რომასა” და “იუვენტუსს” შორის გამართული სათასო დაპირისპირების (1:0) წინ, რომაელ გულშემატკივრებს გუნდის ბრაზილიელი ახალწვეული მიშელ ბასტოსი წარუდგინეს. მოგვიანებით, იტალიურ პრესაში გავრცელდა სურათი, რომელზეც ჩანს, რომ ბასტოსს ხელში “ლაციოს” შეურაცხმყოფელი შარფი უჭირავს. “რომამ” ბოდიში მალევე მოიხადა, რასაც თავად ფეხბურთელის განცხადება მოჰყვა.

“მეტოქეებს ყოველთვის პატივს ვცემ. გაუგებრობა მოხდა. “ლაციოსა” და მის გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. უბრალოდ, ხელში დავიჭირე შარფი, რომელიც “რომას” გულშემატკივრებმა მესროლეს. არ დამინახავს, რა ეწერა ამ შარფზე. კიდევ ერთხელ, ბოდიშს ვიხდი.” – ციტირებს ბასტოსის სიტყვებს Corriere dello Sport-ი.

0.129452