ფეხბურთი

1:39 | 12.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ბასტიამ“ სტუმრად პირველად მოიგო

„ბასტიამ“ მიმდინარე სეზონში სტუმრად პირველად იმარჯვა, ხოლო „ტულუზამ“ საკუთარ კედლებში ზედიზედ მე-5 მოუგებელი თამაში ჩაატარა. ეს ლიგა ერთის 22-ე ტურის გადატანილ მატჩში მოხდა.

ტულუზაში გამართულ შეხვედრაში სტუმრები ჯიბრილ სისემ დააწინაურა, რომელსაც საფრანგეთის ჩემპიონატში გოლი ბოლოს 6 წლის წინათ ჰქონდა გატანილი. მასპინძელთაგან ბენ ბასატმა გაათანაბრა, მაგრამ „ბასტიამ“ ორივე ტაიმის მე-2 დამატებულ წუთზე გაიტანა და 3:1 მოიგო.

 

ტულუზა-ბასტია 1:3 (1:2)

ტულუზა, “მუნისიპალი

ტულუზა (3-4-1-2): ბუშე, სპაიჩი, ძებინა, იაგო (ბენ იედერი 70), მაური (ბელ ასანი 50), ტრეხო, ფურმანი (შანტომი 55), სილა, აგილარი, ბენ ბასატი, ბრეითუაითი.

მწვრთნელი: ალენ კაზანოვა.

ბასტია (4-4-2): ლეკა, დიაკიტე, სკილაჩი, არეკი, მოდესტო, კაუზაკი, პალმიერი, რომარიკი, იატაბარე (საბლე 50), ილანი (კაზრი 80), სისე (ბრუნო 56).

მწვრთნელი: ფრედერიკ ანტცი.

გოლები: 0:1 სისე (11), 1:1 ბენ ბასატი (25), 1:2 მოდესტო (45+2), 1:3 ბრუნო (90+2).

გაფრთხილებები: მაური 12, იაგო 40, შანტომი 72 - მოდესტო 50, კაზრი 84.

გაძევება: შანტომი 73.

მსაჯი: ფრედი ფოტრელი.

ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 9 (3)-9 (3), კუთხური: 0-2, თამაშგარე: 2-2, სეივი: 0-2, ჯარიმა: 17-14.

0.12018