ფეხბურთი

19:50 | 24.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბასტიამ” კლოდ მაკელელე დანიშნა

წარსულში ცნობილი ფრანგი ნახევარმცველი კლოდ მაკელელე “ბასტიას” მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა.

ბოლო დროს, 41 წლის მაკელელე პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას პარიზელები კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობდნენ, ხოლო “ბასტია” მთავარ მწვრთნელად იწვევდა. როგორც გაირკვა, მაკელელემ მე-2 ვარიანტი აირჩია და “ბასტიასთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კლოდ მაკელელემ სახელი “ნანტში”, “მარსელში”, “სელტაში”, “რეალში”, “ჩელსისა” და “პარი სენ ჟერმენში” თამაშით გაითქვა. მან კარიერას თავი 2011 წელს დაანება, რის შემდეგაც პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო.

გასული სეზონი “ბასტიასთვის” წარმატებული გამოდგა. კორსიკელები ლიგა ერთში მე-10 ადგილზე გავიდნენ, მაგრამ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ფრედერიკ ანტცმა წასვლა გადაწყვიტა და “ბასიას” მისი შემცვლელის მოძებნა მოუხდა.

0.108816