ფეხბურთი

16:49 | 7.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბასლერმა რობენს სიმშვიდე ურჩია

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი ფეხბურთელი მარიო ბასლერი ბავარიული კლუბის ერთ-ერთ ლიდერ არიენ რობენს მეტი თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ვეტერანი მოთამაშის აზრით, ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას გადაწყვეტილებებით უკმაყოფილება ღიად არ უნდა გამოხატოს.

“თუ რობენი მომავალშიც ასე გააგრძელებს, დიდი შანსია, რომ თავისი საქციელი ძვირად დაუჯდეს. გვარდიოლასთან ასეთი ნომრები არ გასდით. სჯობს თავისი საქმე წყნარად აკეთოს და საკუთარ თავს პრობლემებს ნუ შეუქმნის” – უთხრა ბასლერმა ერთ-ერთ გერმანულ გამოცემას.

შეგახსენებთ, საუბარია ბუნდესლიგის მე-9 ტურის მატჩზე “ბაიერნსა” და “მაინცს” შორის. მაშინ, როდესაც ბავარიელები 3:1-ს იგებდნენ, მეტოქის კარში პენალტი დაინიშნა. რეალიზება რობენს სურდა, მაგრამ მთავარი მწვრთნელის კატეგორიული მოთხოვნით ბურთი ტომას მიულერს დაუთმო და ჰოლანდიელმა გვარდიოლას გადაწყვეტილებით უკმაყოფილება ღიად გამოხატა.

0.11906