ფეხბურთი

17:29 | 26.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბასლერი: "ბაიერნის" ფეხბურთელებს გრძელი ენა აქვთ"

 

"ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა მარიო ბასლერმა ხოსეპ გვარდიოლას მხარი დაუჭირა. როგორც გვარდიოლამ განაცხადა, ყველაფერს  გააკეთებს, რათა გაიგოს იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომელსაც გუნდის შიდა სამზარეულოდან ამბები გააქვს – ტაქტიკური საიდუმლოები და ასე შემდეგ. კატალონელმა მწვრთნელმა თქვა, რომ ამ ფეხბურთელს გუნდიდან გაუშვებს.

მარიო ბასლერი: "ასეთი რამ "ბაიერნში" გვარდიოლას მოსვლამდეც ხდებოდა. ასე რომ, მესმის მწვრთნელის. როცა მე ვთამაშობდი, მსგავსი პრობლემა მაშინაც იყო. ვერასოდეს დავუჭერ მხარს იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც გრძელი ენა აქვთ და სამზარეულოს ამბები გარეთ გააქვთ".

ისე, საინტერესოა, ვინ ურევს?..

0.110377