ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა და სერბმა მილიან ზეკიჩმა რუმინულ სიბიუში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) მეოთხედფინალში უბრძოლველად გააღწიეს.
ეს ცოტა უცნაურია, რადგანაც იტალიელები ერთეულების მერვედფინალში ერთმანეთს გაეჯიბრნენ და მატჩი ბოლომდე ჩაათამაშეს. თამაში ჩიპოლამ 2:6, 7:5, 6:0 მოიგო.
ისიც ვთქვათ, რომ მეოთხედფინალში ქართველი და სერბი ჩოგბურთელების მეტოქეთა ვინაობა ჯერაც არ გარკვეულა. ნიკოლოზი და მილიანი იტალიელი სტარაჩეს და რუმინელი უნგურის და რუმინელების – გეორგეს და სულეას მატჩის დასრულებას ელიან.