ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელსაც 23 თებერვალს 18 წელი უსრულდება, მიმდინარე წელს საუკეთესო შედეგი აჩვენა.
აშშ-ში ტეხასის ქალაქ ბრაუნსვილში მიმდინარე 15-ათასიან ტურნირში ნიკოლოზმა ნახევარფინალში გასვლა შეძლო და გადამწყვეტ მატჩამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.
ბასილაშვილმა პირველ რაუნდში მე-5 ნომრად განთესილ ესპანელ არნაუ ბრუგუეს-დავის 6:7 (5:7), 6:2, 6:2 სძლია, მერვედფინალში მექსიკელ დანიელ გარზას 1:6, 6:4, 6:4 მოუგო, ხოლო მეოთხედფინალში ავსტრალიელი დეინ კელი 6:3, 7:5 დაამარცხა.
ახალგაზრდა ქართველმა ჩოგბურთელმა კარგად დაიწყო ნახევარფინალური მატჩიც, სადაც მე-3 რეიტინგის მქონე კანადელ ვასეკ პოსპიშილს პირველ სეტში აჯობა, თუმცა, საბოლოოდ, 7:5, 1:6, 4:6 წააგო.
წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში ბასილაშვილი და რუსი კისლიანსკი მე-2 ნომრად მიჩნეულ ბრუგუეს-დავისთანა და დომინიკელ ესტრელასთან 3:6, 3:6 დამარცხდნენ.







