ჰოლანდიის ქალაქ შევენინგენში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა, რომლის საპრიზო ფონდიც 42 500 დოლარია.
Sport 1 Open 2014-ის საწყის წრეში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი სერბ მარკო ტეპავაცს გაეჯიბრა და დაძაბულ ბრძოლაში 4:6, 6:3, 7:5 იმარჯვა.
აღნიშნული გამარჯვების წყალობით, ქართველმა ჩოგბურთელმა 8 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, მერვედფინალში კი მე-8 ნომრად განთესილ პორტუგალიელ ჟოაო სოუზას ეთამაშება.