ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი) საწყის წრეში ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდოელ ჯეევან ნედუნჩეჟიანს დაუპირისპირდა 7:5, 2:6, 7:6 (7:3) დაამარცხა. მერვედფინალში ნიკოლოზის მეტოქე მე-4 ნომრად განთესილი რუსი კონსტანტინ კრავჩუკი იქნება.
ასტანაშივე ქალთა 100-ათასიანი ტურნირს წყვილების დარად, ერთეულებშიც გამოეთიშა სოფო შაფათავა. ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში მე-5 განთესვის მქონე თურქ კარლა ბუიუკაკჩაის დაუპირისპირდა და 4:6, 6:7 (3:7) დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ წყვილთა ტურნირში შაფათავა და ყირგიზი კსენია პალკინა მე-3 რეიტინგის მქონე ტაილანდურ დუეტს (კუმხუმი-ტანასუგარნი) დაუპირისპირდნენ და 2:6, 3:6 წააგეს.
გერმანიის ქალაქ ჰორბში იმყოფება სოფო ქვაცაბაია, რომელიც 10-ათასიანი ტურნირის საწყის რაუნდში მე-6 განთესვით ჩაებმება, მეტოქედ კი მასპინძელი კაროლინ უებელჰოერი ეყოლება.