ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ქალაქ კაარსტის 15-ათასიან ტურნირზე მე-2 რაუნდი დასძლია და თანაც, ეს პირველი ნომრის გავლის ხარჯზე მოახერხა.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში 447-ე ადგილზე მყოფმა ბასილაშვილმა მსოფლიოს 198-ე ჩოგან ბელგიელ ნილს დესეინს შანსი არ დაუტოვა და 6:4, 6:3 დაამარცხა.
მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ჩეხი მარეკ მიხალიჩკა იქნება, რომელმაც გერმანელ მორიც ბაუმანს 7:6 (7:5), 6:4 სძლია.
წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში ბასილაშვილმა და ბელარუსმა ალექსანდერ ბურიმ (მე-4 განთესვა) “უაილდ ქარდის” მქონე გერმანელებს – დავიდ ეისენზაპფს და სტივენ გრევენს 6:1, 6:3 მოუგეს და ნახევარფინალში მე-5 განთესვის მქონე რუსებს – კარენ ხაჩანოვს და დენის მაცუკევიჩს დაუპირისპირდებიან.