17 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. აშშ-ს ქალაქ ბრაუნსვილში მიმდინარე 15-ათასიანი ტურნირის წყვილთა ბადეში გამარჯვების შემდეგ, ბასილაშვილმა ერთეულთა გათამაშებაშიც იყოჩაღა და რეიტინგში გაცილებით მაღლა მდგარ მეტოქეს აჯობა.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციაში 550-ე ადგილზე მყოფმა ქართველმა მსოფლიოს 366-ე ჩოგან, ტურნირზე კი მე-5 ნომრად განთესილ არნაუ ბრუგუეს-დავისთან პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე 5:7 წააგო, მომდევნო სეტებში კი ესპანელს შანსი არ დაუტოვა და 6:7 (5:7), 6:2, 6:2 სძლია.
მერვედფინალში ნიკოლოზის მეტოქე მექსიკელი დანიელ გარზა იქნება, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში 461-ეა.
წყვილთა ტურნირში ბასილაშვილი და რუსი კისლიანსკი მეოთხედფინალში არიან გასულნი, სადაც იმავე ბრუგუეს-დავისა და დომინიკელი ესტრელას მე-2 ნომრად მიჩნეულ დუეტს გაეჯიბრებიან.







