ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, “უიმბლდონის” ვაჟთა ტურნირში ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობას საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყებს.
წილისყრის შედეგებით, ბასილაშვილის პირველი მეტოქე მე-9 ნომრად განთესილი დენის კუდლა იქნება. ცნობისთვის, ქართველს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (AთP) რეიტინგში 234 ქულით 210-ე ადგილი უკავია, ხოლო კიევში დაბადებული, ამჟამად კი აშშ-ს სახელით მოთამაშე კუდლა 463 ქულით 122-ე გახლავთ.
თუკი ნიკოლოზმა პირველი რაუნდი დასძლია, 8 სარეიტინგო ქულას შეიმატებს, მომდევნო წრეში კი ბელგიელ მაქსიმ აუტომს და ბრიტანელ ბრიდენ კლეინს შორის უმჯობესს გაეჯიბრება. სულ ძირითად ბადეში 3 შეხვედრის მოგებაა საჭირო.
ბასილაშვილის და კუდლას მატჩი 16 ივნისს, მე-16 კორტზე თბილისის დროით 14:00 საათიდან გახლავთ დაგეგმილი. დღესვე ქალთა საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრაც შედგება და სოფო შაფათავას მეტოქის ვინაობასაც შევიტყობთ.