ჩოგბურთი

13:50 | 17.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ტეხასში

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ში ტეხასის ქალაქ ბრაუნსვილში დაწყებულ 15-ათასიან ტურნირში ჩაება და პირველი გამარჯვებაც იზეიმა.
წყვილთა გათამაშების საწყის რაუნდში ბასილაშვილმა და რუსმა რომან კისლიანსკიმ მასპინძლებს – ბოლინგსა და კოუნს 6:4, 6:3 სძლიეს და მეოთხედფინალში მე-2 ნომრად მიჩნეულ ესპანურ დომინიკურ დუეტს (ბრუგუეს-დავი/ესტრელა) გაეჯიბრებიან.
საინტერესოა, რომ აღნიშნულ ესპანელთან გაჯიბრება ნიკოლოზ ერთეულთა ტურნირშიც მოუწევს. მე-5 რეიტინგის მქონე ბრუგუეს-დავის იგი პირველივე წრეში გადაეყარა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც 23 თებერვალს 18 წელი უსრულდება, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში 48 ქულით 550-ე ადგილი უკავია და საქართველოს პირველ ჩოგნად ითვლება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.177839