ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო დომინგოში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირს საბოლოოდ დაემშვიდობა.
ბასილაშვილმა ერთეულთა პირველობაზე სადებიუტო თამაშივე წააგო, წყვილებში კი რუს გასპარიანთან ერთად, მეოთხედფინალში გააღწია, სადაც პირველ ნომრად მიჩნეულ ესპანელებთან (კანუდას-ფერნანდესი/კოლ-რიუდავეტსი) 0:6, 2:6 განადგურდა.







