ჩოგბურთი

2:06 | 25.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ორი ტიტულისთვის იბრძვის

ვაჟთა შორის პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ კაარსტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) წარმატებულ თამაშს განაგრძობს.

ერთეულთა ტურნირის მეოთხედფინალში ბასილაშვილმა ჩეხი მარეკ მიხალიჩკა 7:6 (7:3), 6:3 დაამარცხა, ნახვეარფინალში კი ბულგარელ დიმიტარ კუტროვსკისთან ჭიდილი ელის.

წყვილთა შეჯიბრის ნახევარფინალში მე-2 განთესვის მქონე ბასილაშვილმა და ბელარუსმა ალექსანდერ ბურიმ მე-5 ნომრად მიჩნეულ რუსულ დუეტს (კარენ ხაჩანოვი-დენის მაცუკევიჩი) 6:4, 6:4 სძლიეს, ფინალში კი ბელარუს ვლადიმირ იგანტიკს და ხსენებულ კუტროვსკის გაეჯიბრებიან.

0.115139