ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 485 760 დოლარი) გამოეთიშა.
ბასილაშვილმა კვალიფიკაციაში სამ მეტოქეს აჯობა, ძირითად ბადეში კი მისსავით კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ რიკარდას ბერანკისს დაუპირისპირდა და მართალია, პირველი სეტი მოიგო, საბოლოოდ, 7:6 (7:2), 3:6, 4:6 დამარცხდა.
მატჩში, რომელიც ორ საათსა და 10 წუთს გაგრძელდა, მეტოქეებს ერთნაირი რაოდენობის ბრეიკ-პოინტები (8) ჰქონდათ, საიდანაც ქართველმა 2 გამოიყენა, ხოლო ლიტველმა – 4.
მერვედფინალში ბერანკისი მე-3 ნომრად განთესილ ფრანგ გაელ მონფილსს ეთამაშება.