ჩოგბურთი

15:31 | 1.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ბრძოლას წყვილებში აგრძელებს

17 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო დომინგოში დაწყებულ 10-ათასიან ტურნირზე პირველივე შეხვედრა წააგო და ბრძოლას მხოლოდ წყვილთა გათამაშებაში აგრძელებს.
ერთეულთა ტურნირში მე-5 ნომრად განთესილ ავსტრიელ ნიკოლაუს მოსერთან შეხვედრაში, ნიკოლოზმა სათანადო წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო და 4:6, 2:6 წააგო.
წყვილებში ბასილაშვილმა და რუსმა გასპარიანმა რუმინულ-სერბულ დუეტს (გარდი-ობრადოვიჩი) 6:3, 6:4 სძლიეს და მეოთხედფინალში პირველ ნომრად მიჩნეულ ესპანელებს (კანუდას-ფერნანდესი/კოლ-რიუდავეტსი) ეთამაშებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173005