ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 75 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში ითამაშებს, ამდენად, რეიტინგში 17 ქულის შემატება გარანტირებული აქვს.
ყაზახური ტურნირის მერვედფინალში ბასილაშვილი ფრანგ ჟიულ მარის დაუპირისპირდა და მეტოქეს, რომელმაც ბრძოლას მე-3 ნომრად განთესილი რუსი კონსტანტინ კრავჩუკი გამოთიშა, 6:2, 7:6 (7:5) დაამარცხა.
მეოთხედფინალში, რომელიც 21 თებერვალს გახლავთ დაგეგმილი, ნიკოლოზი სერბ ფილიპ კრაინოვიჩს ეთამაშება, რომელსაც პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციაში 240-ე ადგილი უკავია. შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს 378-ე ჩოგანია.
თუკი ბასილაშვილმა სერბსაც აჯობა, 33 სარეიტინგო ქულას მიიღებს, ფინალისტობა 55 ქულას იძლევა, ასტანას ჩელენჯერის გამარჯვებული კი აქტივს 90 ქულას შემატებს.