18 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს ყოფილ მე-7 ჩოგან მარიო ანჩიჩთან ვერაფერი გააწყო და აშშ-ს ქალაქ მაკალენში მიმდინარე ტურნირის მეოთხედფინალში 4:6, 3:6 დამარცხდა.
ტეხასური ტურნირის პირველ წრეში ბასილაშვილმა ბულგარელ ბაკალოვს 7:5, 6:1 სძლია, ტრავმებით გაწამებულ და კლასიფიკაციაში 477-ე პოზიციამდე დაქვეითებულ 25 წლის ხორვატთან კი წარუმატებლობა განიცადა.
სამაგიეროდ, ნიკოლოზი კარგად ასპარეზობს წყვილთა გათამაშებაში, სადაც ტაივანელ ჩენთან გახლავთ შეამხაგანებული. ბასილაშვილმა და ჩენმა მე-4 ნომრად განთესილ ავსტრალიურ-ამერიკულ დუეტს (კელი-ნუნესი) 6:3, 2:6, 14:12 სძლიეს და ნახევარფინალში გააღწიეს.
ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში ქართველი და ტაივანელი მე-2 რეიტინგის მქონე ესპანელ ბრუგეს-დავისა და ამერიკელ მონროეს გაეჯიბრებიან.
მაკალენის საჩოგბურთო ტურნირის საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარია.







