ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი თურქეთის ქალაქ სტამბულში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი, თუმცა, ფავორიტის სტატუსი ვერ გაამართლა. ბასილაშვილმა საწყის რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული, ყირგიზი დანიარ დულდაევი 6:1, 7:5 დაამარცხა, მერვედფინალში კი “უაილდ ქარდის” მქონე ამერიკელ კრის კუპრაიდერთან 4:6, 4:6 წააგო.