ფეხბურთი

21:44 | 14.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბასა” ბოლნისელებს კარგად დაებედათ

ბოლნისელებს საკუთარ სტადიონზე პრობლემები აქვთ და იძულებული არიან მეტოქეებს ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” “უმასპინძლონ”. შუა კვირაში იქ მათ პატარა სენსაცია გამოაცხვეს - ქუთაისის “ტორპედოს” საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში 2:0 მოუგეს და ქვეყნის თასის გათამაშებიდან გამოთიშეს, კვირას კი მარტვილის “მერანი” უაღრესად მნიშვნელოვან შეხვედრაში დაამარცხეს და ბოლოსწინა ადგილს მოშორდნენ.

თავიდან ბოლნისელები გადაღლილები ჩანდნენ და უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ. მათგან განსაკუთრებით 22 წლის შემტევი საბა ლომია გამოირჩეოდა. ორჯერ მას ხელსაყრელი მომენტი შეექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა, თუმცა მერე მაინც დარჩა მეკარესთან პირისპირ და ბობღიაშვილს მისი წაქცევის გარდა აღარაფერი დარჩენოდა. პენალტი თავად ლომიამ დაარტყა და გაიტანა. სხვათა შორის, ეს მერანელის მე-16 გოლი გახლდათ წლევანდელ სეზონში.

გოლმა მასპინძლები ცოტა გამოაფხიზლა, მათ ტემპს უმატეს და 10 წუთში პენალტი უკვე საწინააღმდეგო კარში დაინიშნა, მიკუჩაძემ ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში “სიონის” უპირატესობა უფრო საცნაური გახდა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა შეცვლაზე შესული გიორგი ბიბილეიშვილი, სწორედ მის წინააღმდეგ დაარღვიეს სტუმრებმა წესი და მსაჯმა ისევ თერთმეტმეტრიანისკენ მიუნიშნა, რომელიც ზუსტად დაარტყა იმავე მიკუჩაძემ. კოკამ მატჩის მიწურულს მესამეც შეაგდო და სეზონში პირველი ჰეთ თრიქი მიითვალა. აქამდე 32 წლის მიკუჩაძეს, რომელიც საქართველოს ჩემპიონატს შარშან შემოდგომაზე ისრაელიდან დაუბრუნდა, მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ, 17 მარტს, ფოთის “კოლხეთის” წინააღმდეგ გაეტანა.

სიონი – მერანი 3:1 (1:1)

14 აპრილი. თბილისი. ტექნიკური ცენტრი “ბასა.”

სიონი: ბობღიაშვილი, ქემოკლიძე, სვანიძე, უგრეხელიძე, საპირი, ჰაიდუჩეკი (ბიბილეიშვილი 46), მანწკავა (ცხადაია 85), ელიავა, კლიმიაშვილი, ჩივაძე (ნემსაძეE 69), მიკუჩაძე

მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

მერანი: შეროზია, გეგეჭკორი, ღონღაძე, ქარქუზაშვილი, ხუბუა, დიდავა, ბუკია, კუჭუხიძე (ტორონჯაძე 71), ფონიავა (ბანება ნგამენი 86), მელიავა, საბა ლომია

მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია

გოლები: 0:1 საბა ლომია (პენ, 30), 1:1, 1:2, 1:3 მიკუჩაძე (პენ 40, პენ 58, 80)

გაფრთხილება: მანწკავა (73)

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

 

I-VI ადგილებისთვის

ჩიხურა (საჩხერე) – დილა (გორი) 1:2 (0:1)

გოლი: 0:1 ირაკლი მოდებაძე (4), 1:1 ბესიკ დეკანოიძე (68), 1:2 ირაკლი მოდებაძე (1:2)

 

ტორპედო (ქუთაისი) – ზუგდიდი 2:0 (1:0)

გოლი: 1:0 ბექა ტუღუში (17), 2:0 ელგუჯა გრიგალაშვილი (90)

 

ზესტაფონი – დინამო (თბილისი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ლევან ხმალაძე (49)

1. დინამო (თბილისი) 27 19 6 2 71:20 63
2. დილა (გორი) 27 19 2 6 47:19 59
3. ტორპედო (ქუთაისი) 27 16 6 5 46:20 54
4. ჩიხურა (საჩხერე)
27 15 5 7 40:27 50
5. ზესტაფონი 27 11 6 10 31:24 39
6. ზუგდიდი
27 10 6 11 28:40 36

 

 VII-XII ადგილებისთვის

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – კოლხეთი (ფოთი) 0:0

 

სიონი (ბოლნისი) – მერანი (მარტვილი) 3:1 (1:1)

გოლები: 0:1 საბა ლომია (30), 1:1, 2:1, 3:1 აკაკი მიკუჩაძე (40, 58, 80)

 

დინამო (ბათუმი) – მეტალურგი (რუსთავი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 გოგი ფიფია (68)

 

1. მეტალურგი (რუსთავი) 27 12 6 9 27:29 42
2. მერანი (მარტვილი) 27 8 3 16 27:42 27
3. სიონი (ბოლნისი) 27 6 7 14 20:42 25
4. ვიტ ჯორჯია (თბილისი)
27 5 8 14 17:38 23
5. დინამო (ბათუმი) 27 6 5 16 27:49 23
6. კოლხეთი (ფოთი)
27 2 6 19 15:46 12

 

მეგოლეები:

 21 - ჩისკო (3 პენ, "დინამო" თბილისი)

 17 - ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)

 16 - საბა ლომია (“მერანი”)

 12 – ალვარო (“დინამო” თბილისი)

 10 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)

 9 - ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”)

 8 - ლევან ხმალაძე (“დინამო”), დავით ოდიკაძე (6, “ჩიხურა”), ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”), გიორგი ბერიაშვილი (“ტორპედო”), ბესიკ ჩიმაკაძე (1, “დინამო” ბათუმი)  

 7 - ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”), დიმიტრი ტატანაშვილი (“დინამო” თბილისი)

 6 – ელგუჯა გრიგალაშვილი (“ტორპედო”),  მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), გიორგი მერებაშვილი (“დინამო” თბილისი), დავით კირკიტაძე (“ჩიხურა”) ბათუმი), რევაზ ჯიქია (“სიონი” / გუნდში აღარ არის)

 5 - გიორგი კუხიანიძე (2, “ტორპედო”), თორნიკე გორგიაშვილი (“ზესტაფონი”), ნიკო კვასხვაძე, ბესიკ დეკანოიძე (ორივე - "ჩიხურა"), რომან ახალკაცი (“მეტალურგი”)

 4 – რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), გიორგი დათუნაიშვილი (“ტორპედო”), ნიკა დიასამიძე (“დინამო” ბათუმი), აკაკი მიკუჩაძე (1, “სიონი”)   

 3 – შოთა ლომია, დავით გამეზარდაშვილი (ორივე - “ზუგდიდი”), გულვერდ თომაშვილი, გიორგი კახელიშვილი, ნათან ჟუნიორი  (ყველა - “დილა”), გიორგი ონიანი, ბექა ტუღუში (ორივე - “ტორპედო”), თორნიკე ბერიძე (“დინამო” ბათუმი), ლევან შარიქაძე, შოთა ბაბუნაშვილი (ორივე - “ზესტაფონი”), პავლე დათუნაიშვილი, შალვა კვანტალიანი  (ორივე - “კოლხეთი”), გივი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), გაგა ჩხეტიანი (“ჩიხურა”), ელგუჯა ლობჟანიძე (“ვიტ ჯორჯია”)

 2 – ლევან კუტალია (1), ალექსანდრე ბენაშვილი, მიხეილ სარდალიშვილი (ყველა – “ზესტაფონი”), ზურაბ მენთეშაშვილი, გოგი ფიფია (ორივე - “მეტალურგი”), გიგა ამბროლაძე, ნოდარ ნოზაძე, მამუკა ტორონჯაძე (ყველა - "მერანი"), რევაზ გოცირიძე, თემურ შარაშენიძე, გიორგი მიქაბერიძე (ყველა - “მეტალურგი”), სანდრო გურული (1, “დინამო” ბათუმი), მიხეილ გორელიშვილი, ბაჩანა არაბული, დათო კვირკველია (1), ლაშა გვალია (1, ყველა - “დილა”), ირაკლი კლიმიაშვილი (“სიონი”), პაატა ცხვიტარია (“კოლხეთი”), გრიგოლ დოლიძე, ლაშა შერგელაშვილი (ყველა - “ტორპედო”), ალექსანდრე ბაციკაძე, ირაკლი ცნობილაძე, ამირან მუჯირი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ლაშა გაბრიჩიძე (“ვიტ ჯორჯია”), ზვიად სიხარულია (“ზუგდიდი”), ზვიად ლობჟანიძე (“მეტალურგი”), მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)

 1 – თორნიკე აფციაური, ოთარ კვერნაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ბერდია შარვაძე, იგორ იელიჩი, ბოტი გოა დემელი, თეიმურაზ ღონღაძე (ყველა - “ზესტაფონი”), გიორგი რეხვიაშვილი, გივი დიდავა, ვალერი იობაშვილი, დათა სიჭინავა, ლაშა კუჭუხიძე (ყველა - “მერანი”), პატრიკ მილხრაუმი, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, არჩილ ტვილდიანი (ყველა – “დინამო” თბილისი), ალექსანდრე კოშკაძე, გელა გოგიტიძე, ოლექსანდრ ტიმჩიშინი, კარენ მაკარიანი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, დავით სვანიძე, გიორგი მანწკავა, ვილი ისიანი, დაჩი ფოფხაძე, პაველ ჰაიდუჩეკი, გიორგი ცხადაია (ყველა - “სიონი”), ედიკ საჯაია, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, ლევან ბაკურაძე, ჯაბა ბერიანიძე, როინ ონიანი, დავით ბოლქვაძე, ბესიკ დეკანოიძე (ყველა - “ჩიხურა”), ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, გიორგი ფანცულაია, ნიკა ფირცხალავა (ყველა - “ტორპედო”), გიორგი ვასაძე, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი კორიფაძე, გურამ გურეშიძე, ირაკლი ღიბრაძე, გურამ ადამაძე, გიორგი ჯანელიძე (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), გიორგი ლაშქარავა, ირაკლი ეხვაია (ორივე - “ზუგდიდი”), ალექსანდრე კვახაძე, ვალერი კაციტაძე, კახა ალადაშვილი, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია, გიორგი ილურიძე (ყველა - “დილა”), ომარ გოგონაია, ილია პავლიაშვილი, თეიმურაზ ფარულავა, გიორგი ბუხაიძე (ყველა – “კოლხეთი”), ჯემალ გაბუნია (“დინამო” ბათუმი), ანზორ სუხიაშვილი, რევაზ გეწაძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე (ყველა - “მეტალურგი”), დავით ჯანელიძე (“მეტალურგი” / “თურანი” Aაზერბაიჯანი), ლაშა სალუქვაძე (“დილა” / “სკა –ენერგია” ხაბაროვსკი), რობერტინიო (“დინამო” თბილისი / “ინტერი” ბაქო), გიორგი ქუცურუა, გიორგი ფეიქრიშვილი, გიორგი ჭანკოტაძე, გიორგი ჭედია (ყველა – უგუნდოდ)

 ავტოგოლები: 2- ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”), 1 - ირაკლი კვეკვესკირი,  გელა გოგიტიძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა კასრაძე (“ვიტ ჯორჯია”), გივი ქარქუზაშვილი (“მერანი”), გია ჩადუნელი (“კოლხეთი”)

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

 ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

 -ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

 -ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

 -ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

 -ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

 -თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო

 

0.222975