ფეხბურთი

22:47 | 31.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბართომეუ: “ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ”

“ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ აცხადებს, რომ კატალონიურ კლუბს, მომდევნო სეზონისთვის, ამბიციური გეგმები აქვს.

“ახალ მწვრთნელთან ერთად სეზონს ახალი იმედებით ვხვდებით. შევქმნით გუნდს, რომელიც ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს. ვიცით, რომ კლუბსა და გუნდს ცვლილებები ჭირდება.” – აცხადებს ხოსეპ მარია ბართომეუ.

ამ დროისთვის, “ბარსელონას” პირველ გუნდს მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რაფინია ალკანტარა და ჟერარ დეულოფეუ დაემატნენ. მოსალოდნელია, რომ კატალონიელები კიდევ 2 ცენტრალურ მცველს, ცენტრფორვარდს, ასევე სავარაუდოდ ცენტრალურ ნახევარმცველსა და მარჯვენა მცველს შეიძენენ.

0.116153