“ბარსელონას” პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ უარყო ბოლო დღეებში გავრცელებული ხმები, თითქოს კატალონიური კლუბი მთავარ მწვრთნელ ხერარდო მარტინოს შემცვლის ძებნას შეუდგა.
“მარტინოს მიერ გაწეული სამუშაოთი ძალიან კმაყოფილები ვართ და მასთან განშორებაზე არ ვფიქრობთ. შემიძლია იგივე გავიმეორო, რაც ბოლო დროს არაერთგზის მითქვამს. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა, ახალი ხელშეკრულება გავაფორმოთ” – განაცხადა ბარტომეუმ.