ფეხბურთი

17:47 | 30.05.2014 | ნანახია NaN - ჯერ

ბართომეუ: "ფაბრეგასი არ იყიდება"

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეო, გუნდიდან სესკ ფაბრეგასის და ჩავი ერნანდესის შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ცნობებს უარყოფს.

"ჩავი კლუბში დარჩება თუ მას ჩვენთან ყოფნა სურს. რაც შეეხება ფაბრეგასს იგი არ გაიყიდება,” - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ჩავი ერნანდესით ამერიკული კლუბი "ნიუ-იორკ სიტი" იყო  დაინტერესებული, თუმცა ფეხბურთელმა წინადადება უარყო და აღნიშნა, რომ კლუბში დარჩენა სურს.

რაც შეეხება სესკ ფაბრეგასს, ესპანელი ნახევარმცველისადმი აქტიურ ინტერესს მისი ყოფილი კლუბი ლონდონის "არსენალი" იჩენს. "მეთოფეები" მზად არიან ფეხბურთელი 35 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ დაიბრუნონ.

 

გიორგი ბალახაძე


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:54 | 15.09.2016
paata68 (985)

ადმინ წერ გოგონები გამოვლენო და ბადეებში ქართველები არ ჩანან. რა ხდება?

03:09 | 15.09.2016
mushni (93569)

ცუდია

17:31 | 14.09.2016
BEERTRANCE (97819)

არადა გუშინ რა კარგი დღე გვქონდა.

16:39 | 14.09.2016
federer (17) (15576)

რა სტარტი გვქონდა და რა ცუდად გაგრძელდა მერე ვყელაფერი, მაგრამ 2 ოქროს მედალიც სერიოზული წარმატებაა და უკმაყოფილების საბაბაბი არ გვაქვს

0.062984