ფეხბურთი

17:52 | 28.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბართომეუ: “ჯერ მონტოია და პიკე, შემდეგ მესი”

“ბარსელონას” ახალი პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ მიიჩნევს, რომ მისი გუნდისთვის პრიორიტეტი კონტრაქტების მარტინ მონტოიასა და ხერარდ პიკესთან გაფორმებაა, ხოლო ლიონელ მესისთან ხელშეკრულების გახანგრძლივება საჩქარო არაა.

“მესის კონტრაქტის საკითხს მშვიდ გარემოში განვიხილავთ. მას ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად ვაქცევთ, რადგან ლეო საუკეთესოა.

თუმცა, მესისთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება საჩქარო საქმე არაა. უპირველესად, საჭიროა მარტინ მონტოიასთან მოლაპარაკებების დასრულება და ასევე ხერარდ პიკესთან შეთანხმება.” – ციტირებს ბართომეუს სიტყვებს AS-ი.

“ბარსელონა” რომ მონტოიასთან და პიკესთან გახანგრძლივებას უფრო ჩქარობს, ეს გასაკვირი არაა, რადგან პირველ მათგან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, ხოლო მეორეს – 2015 წლის ზაფხულში. რაც შეეხება მესის, მისი მომავალი “ბარსელონასთან” მინიმუმ 2018 წლამდეა დაკავშირებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.125491