“ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ მიიჩნევს, რომ ახალი სეზონისთვის მისი გუნდის მთავარი შენაძენი არა რომელიმე ფეხბურთელი, არამედ ლუის ენრიკეა.
“ლუის ენრიკესთან კონტრაქტის გაფორმება წლის უმთავრესი გარიგებაა. მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ.” – აცხადებს ბართომეუ.