ჩოგბურთი

13:02 | 30.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ბარტოლიმ მსაჯს მხედველობა დაუწუნა

ფრანგი ჩოგბურთელის მარიონ ბარტოლის აზრით, სისტემა Hawk Eye თიხნარზე მიმდინარე ტურნირებზე, მათ შორის “როლან გაროსზეც” უნდა გამოიყენებოდეს.
შეგახსენებთ, რომ ბარტოლიმ საფრანგეთის ღია პირველობის მე-3 რაუნდში ებრაელ შაჰარ პირთან 6:7, 2:6 წააგო, საკამათო ეპიზოდი კი პირველი სეტის ტაი-ბრეიკზე შეიქმნა, როდესაც მარიონმა ბურთი აუტში გადასულად ჩათვალა, მსაჯმა კი ქულა პირს მიაკუთვნა და მისი გამარჯვება 9:7 დააფიქსირა.
“Hawk Eye-ისთან ერთად თავს გაცილებით მშვიდად ვგრძნობ. მე კარგი მხედველობა მაქვს, აი, მსაჯს კი გამეორების ნახვა არ აწყენდა. თანაც, თუკი ეს სისტემა სატელევიზიო რეპორტაჟის დროს მაინც გამოიყენება, მისი კორტზე ნახვა რა პრობლემას რა წარმოადგენს?! ყველა კმაყოფილი იქნებოდა და შეცდომების რაოდენობაც მინიმუმამდე დავიდოდა”, - განაცხადა ბარტოლიმ “როლან გაროსის” ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088809