სხვა

15:50 | 2.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბარშიმმა 21-ე საუკუნის საუკეთესო შედეგი აჩვენა

 

21 წლის ყატარელი სიმაღლეზე მხტომი – მუტაზ ესა ბარშიმი – ბრილიანტის ლიგის მეოთხე ეტაპზე, რომელიც იუჯინში (აშშ, ორეგონი) გაიმართა, 2,40 მეტრის სიმაღლეზე შემოდებულ თამასას გადაევლო და, გარდა იმისა, რომ ამით აზიის რეკორდი დაამყარა და სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენა, იმავდროულად პირველი გახდა, 21-ე საუკუნეში ღია არენებზე ამ სიმაღლის აღება რომ შეძლო. უკანასკნელი, ვინაც 2,40 მ დაიპყრო, რუსი ვიაჩესლავ ვორონინი გახლდათ – 1999 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ამის გაკეთება 2000 წლის 5 აგვისტოს ლონდონში მოახერხა.

საქმეში ჩახედულთათვის ბარშიმის ეს შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა – მრავალი მათგანი იუნიორთა შორის 2010 წლის მსოფლიო პირველობის გამარჯვებულსა და 2012 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანს იმ სიმაღლეში მხტომად მიიჩნევს, რომელსაც ყველაზე მეტად ძალუძს კუბელი ხავიერ სოტომაიორის მიერ ოცი წლის წინ – 1993 წლის 27 ივლისს – სალამანკაში დამყარებული მსოფლიო რეკორდის – 2,45 მ – დამხობა.

აზიის აქამდელი რეკორდი – 2,39 მ – ჩინელ ჩუ ჩიანჰუას ეკუთვნოდა და შორეულ 1984-ში გახლდათ ნაჩვენები.

2,40 მ ბარშიმმა უკანასკნელ ცდაზე აიღო, უკვე მას შემდეგ, რაც ეტაპი მოგებული ჰქონდა. მანამდე მან ორჯერ უშედეგოდ სცადა 2,39-ის დალაშქვრა და სწორედ ამის შემდეგ იყო, 2,40 მ რომ შეუკვეთა.

მეორე ადგილი 2012 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანმა ამერიკელმა ერიკ კაინარდმა დაიკავა, მესამე – კანადელმა დერეკ დრუინმა. ორივემ პირადი რეკორდი - 2,36 მ - აჩვენა. მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, რუსი ივან უხოვი მხოლოდ 2,21 მეტრს შესწვდა და მე-8 ადგილს დასჯერდა.

დაძაბული ბრძოლა გაიმართა ჭოკით მხტომელთა შორის, რომლის დროსაც სპორტსმენებმა 10-ჯერ გააუმჯობესეს სეზონის საუკეთესო შედეგი. საბოლოოდ შეჯიბრება 2012 წლის ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონის, ფრანგ რენო ლავილენის გამარჯვებით დასრულდა – მან 5,95 მ დალაშქრა და 5 სმ-ით აჯობა გერმანელ ბიორნ ოტოს, რომელმაც შარშან ორივეგან – კონტინენტის პირველობაზეც და ოლიმპიადაზეც – სწორედ ლევილენისთან დათმო.

აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა ბრილიანტის ლიგის ეტაპებზე უკვე მე-14 გამარჯვება მიითვალა და ამ მაჩვენებლით ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

ზედიზედ 39-ე შეჯიბრება მოიგო ბადროს ტყორცნაში ოლიმპიურმა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გერმანელმა რობერტ ჰარტინგმა.

კაცთა შორის სიგრძეზე ხტომაში 22 წლის რუსმა ალეკსანდრ მენკოვმა უკანასკნელი ორი წლის საუკეთესო შედეგით – 2,39 მ – იმარჯვა. მეორე ადგილზე 2012 წლის მსოფლიოს ჭერქვეშა პირველობის გამარჯვებული, ბრაზილიელი მაურო და სილვა გავიდა – 8,22, ხოლო მესამეზე იმავე შედეგით – მოქმედი ბრიტანელი ოლიმპიური ჩემპიონი გრეგ რეზერფორდი.

ქალთა შორის სამხტომში კოლუმბიელმა კატერინ იბარგუენს გამარჯვების მოხვეჭაში მძლავრი ზურგქარიც შეეწია, რომლის დახმარებითაც 14,93 მეტრზე გადახტა. მეორე ადგილი უკრაინელმა ოლგა სალადუხამ დაიკავა ასევე საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით - 14,85, და, რადგანაც მისი ნახტომის დროს ზურგქარის სიმძლავრე ლიმიტს არ აღემატებოდა, სეზონის საუკეთესო შედეგად სწორედ მისი რეზულტატი დაფიქსირდა.

ქალთა შორის 400 მ თარჯრბენი ისევ ჩეხმა ზუზანა ჰეინოვამ მოიგო და ისევ – სეზონის საუკეთესო შედეგით.

კაცთა შორის 110 მ თარჯრბენში ყველა ამერიკელთა – მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონის არიეს მერიტისა და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის ჯეისონ რიჩარდსონის – დაპირისპირებას ელოდა, მაგრამ პირველს ტრავმამ შეუშალა ხელი, მეორემ კი მხოლოდ მერვე შედეგი აჩვენა. ხოლო ფინიშთან ყველას იამაიკელმა ჰენსლ პარჩმენტმა მიასწრო, ვინაც შარშანდელ ოლიმპიადაზე სწორედ მხოლოდ ამ ორ მორბენალს ჩამორჩა და ბრინჯაო ირგუნა.

მომდევნო ეტაპი 6 ივნისს რომში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ბრილიანტის ლიგაში შეჯიბრებები 32 დისციპლინაში 14 ეტაპად ტარდება - აქედან თითოეულ დისციპლინას 7 ეტაპი ეთმობა. რიგით ეტაპზე გამარჯვებულ სპორტსმენს 4 ქულა ერიცხება, მეორე და მესამე ადგილებზე გასულებს, შესაბამისად,  2 და 1. ხოლო დისციპლინის ფინალურ ეტაპზე ქულები ორმაგდება - 1. - 8, 2. - 4, 3. - 2. ლიგის გამარჯვებული ის სპორტსმენი ხდება, რომელიც ყველაზე მეტ ქულას აგროვებს. გამარჯვებულს 40 ათასი დოლარი და ბრილიანტის ჯილდო ერგება.

 

 

ბრილიანტის ლიგა. 2013

მე-4 ეტაპი. იუჯინი. 1 ივნისი 

 

მრმსოფლიო რეკორდი

სსშსეზონის საუკეთესო შედეგი 

ერეტაპის რეკორდი 

 

კაცები

ბადროს ტყორცნა

1. რობერტ ჰარტინგი (გერმანია)     69,75 (სსშ)

2. პიოტრ მალახოვსკი (პოლონეთი)  68,19

3. ეჰსან ჰადადი (ირანი) 65,63

საერთო ჩათვლა

1. მალახოვსკი – 6 ქულა

2. ჰარტინგი – 4 ქ

3. გერდ კანტერი (ესტონეთი)  - 2 ქ

4. ჰადადი – 1 ქ

4. რობერტ ურბანეკი (პოლონეთი) – 1 ქ

 

ჭოკით ხტომა

1. რენო ლავილენი (საფრანგეთი)    5,95 (სსშ)

2. ბიორნ ოტო (გერმანია)     5,90

3. რაფაელ ჰოლცდეპე (გერმანია)    5,84

საერთო ჩათვლა

1. კონსტანტინოს ფილიპიდისი (საბერძნეთი) – 4 ქულა

1. ლავილენი – 4 ქ

3. ოტო – 2 ქ

3. ჰოლცდეპე – 2 ქ

3. მალტე მორი (გერმანია) – 2 ქ

 

სიგრძეზე ხტომა

1. ალეკსანდრ მენკოვი (რუსეთი) 8,39 (სსშ) 

2. მაურო ვინისიუს და სილვა (ბრაზილია) 8,22

3. გრეგ რეზერფორდი (ბრიტანეთი)  8,22

საერთო ჩათვლა

1. მენკოვი – 6 ქულა

2. ლი ჩინჩე – 4 ქ

3. და სილვა – 2 ქ

3. რეზერფორდი – 2 ქ

 

სიმაღლეზე ხტომა

1. მუტაზ ესა ბარშიმი (ყატარი)      2,40 (სსშ, ერ)

2. ერიკ კაინარდი (აშშ) 2,36

3. დერეკ დრუინი (კანადა)     2,36

საერთო ჩათვლა

1. ბარშიმი – 10 ქ

2. ბოგდან ბონდარენკო (უკრაინა) – 6 ქ

3. კაინარდი (აშშ) - 2 ქ

4 დრუინი – 1 ქ

4. ალეკსანდრ შუსტოვი (რუსეთი) – 1 ქ

4. ჩან გუოვეი (ჩინეთი) – 1 ქ

 

110 მ. თარჯრბენი

1. ჰენსლ პარჩმენტი (იამაიკა)  13,05 (სსშ)

2. ორლანდო ორტეგა (კუბა)   13,08

3. დევიდ ოლივერი (აშშ)            13,10

საერთო ჩათვლა

1. რაიან ბრეტუაიტი (ბარბადოსი) – 4 ქულა

1. პარჩმენტი – 4 ქ

1. ჯეისონ რიჩარდსონი (აშშ) – 4 ქ

4. ორტეგა – 4 ქ

5. რაიან უილსონი (აშშ) – 2 ქ

6. ოლივერი – 1 ქ

6. სერგეი შუბენკოვი (რუსეთი) – 1 ქ

6. ვენჩუნ შე (ჩინეთი) – 1 ქ

 

200 მ.

1. ნიკელ ეშმიდი (იამაიკა) 20,14

2. უოლტერ დიქსი (აშშ)   20,16

3. ჯეისონ იანგი (იამაიკა)     20,20

საერთო ჩათვლა

1. ეშმიდი – 4 ქულა

1. უორენ უეირი (იამაიკა) – 4 ქ

3. დიქსი – 2 ქ

3. გეტლინი – 2 ქ

3. იანგი – 2 ქ

 

400 მ.

1. ლაშონ მერიტი (აშშ)  44,32

2. კირანი ჯეიმსი (გრენადა)   44,39

3. ტონი მაკქუეი (აშშ) 45,31

საერთო ჩათვლა

1. ჯეიმსი – 6 ქულა

2. მერიტი – 6 ქ

3. მაკქუეი – 1 ქ

3. ლუგელინ სანტოსი (დომინ. რ-ა) – 1 ქ

 

1500 მ

1. სილას კიპლაგატი (კენია)   3.49,48 (სსშ)

2. ასბელ კიპროპი (კენია)     3.49,53

3. ამან უოტე (ეთიოპია)        3.49,88

საერთო ჩათვლა

1. კიპროპი – 6 ქულა

2. კიპლაგატი – 4 ქ

3. მეკონენ გებრემედინი (ეთიოპია) – 2 ქ

4. კოლინზ ჩებოი (კენია) – 1 ქ

4. უოტე – 1 ქ

 

3000 მ. სტიპლჩეიზი

1. კონსესლუს კიპრუტო (კენია)      8.03,59 (ერ)

2. პოლ კიპსიელე კიოჩი (კენია)      8.05,86

3 მაიედინ მეხისი ბენაბადი (საფრანგეთი)  8.06,60

საერთო ჩათვლა

1. კიპრუტო – 8 ქ

2. კიოჩი – 4 ქ

3. მეხისი ბენაბადი – 1 ქ

3. ჰილარი კიპსანგ იეგო (კენია) – 1 ქ

 

ქალები 

ბირთვის კვრა

1. ვალერი ადამსი (ახალი ზელანდია) 20.15

2. ლიჩიაო გუნი (ჩინეთი) 20.12

3. მიშელ კარტერი (აშშ)      19.65

საერთო ჩათვლა

1. ადამსი – 4 ქულა

1. კრისტინა შვანიცი (გერმანია) – 4 ქ

3. გუნი – 4 ქ

4. კარტერი – 2 ქ

 

შუბის ტყორცნა

1. კრისტინა ობერგფიოლი (გერმანია)     67,70 (ერ)

2. კიმბერლი მაიკლი (ავსტრალია)   63,80

3. სუნეტ ვილიუნი (სარ) 63,00

საერთო ჩათვლა

1. ობერგფიოლი – 8 ქულა

2. მაიკლი – 3 ქ

3. მარია აბაკუმოვა – 2 ქ

4. ვილიუნი – 1 ქ

 

სამხტომი

1. კატერინ იბარგუენი (კოლუმბია)   14,93

2. ოლგა სალადუხა (უკრაინა)       14,85 (სსშ)

3. კიმბერლი უილიამსი (იამაიკა)     14,78

საერთო ჩათვლა

1. იბარგენი – 8 ქულა

2. სალადუხა – 4 ქ

3. ირინა გუმენიუკი (რუსეთი)  - 1 ქ

3. უილიამსი – 1 ქ

 

100 მ.

1. შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი (იამაიკა) 10,71

2. ბლესინგ ოკაგბარე (ნიგერია)     10,75

3. ვერონიკა კემპბელ-ბრაუნი (იამაიკა)     10,78

საერთო ჩათვლა

1. ფრეიზერ-პრაისი – 8 ქულა

2. ოკაგბარე – 4 ქ

3. კემპბელ-ბრაუნი – 1 ქ

3. კარმელიტა ჯეტერი (აშშ) – 1 ქ

 

400 მ. თარჯრბენი

1. ზუზანა ჰეინოვა (ჩეხეთი)    53,70 (სსშ)

2. ჯორჯან მოლინი (აშშ) 54,75

3. კალიზ სპენსერი (იამაიკა)   55,03

საერთო ჩათვლა

1. ჰეინოვა – 8 ქულა

2. მოლინი – 2 ქ

2. ანგელა მოროსანუ (რუმინეთი) – 2 ქ

4. იადისლეიდი პედროსო (იტალია) – 1 ქ

4. სპენსერი – 1 ქ

 

800 მ.

1. ფრანსინ ნიონსაბა (ბურუნდი) 1.56,72 (სსშ, ერ)

2. ბრენდა მარტინესი (აშშ)    1.58,18

3. ჯანეტ ჯეპკოსგეი (კენია)   1.58,71

საერთო ჩათვლა

1. ნიონსაბა – 8 ქულა

2. ჯეპკოსგეი – 3 ქ

3. მარტინესი – 2 ქ

4. მალიკა აკაუი (მაროკო) – 1 ქ

 

5000 მ.

1. ტირუნეშ დიბაბა (ეთიოპია)  14.42,01 (სსშ)

2. მერსი ჩერონო (კენია) 14.42,51

3. მარგარეტ უანგარი მურიუკი (კენია)     14.43,68

საერთო ჩათვლა

1. გენზებე დიბაბა (ეთიოპია) – 4 ქულა

1. ტირუნეშ დიბაბა – 4 ქ

3. ჩერონო – 2 ქ

3. მესერეტ დეფარი (ეთიოპია) – 2 ქ

5. ვიოლა ჯელაგატ კივიბოტი (კენია) – 1 ქ

5. მურიუკი – 1 ქ

0.159448