ჩოგბურთი

11:42 | 27.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბარსელონური მოულოდნელობანი

 ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ბარსელონას Barcelona Open Banc Sabadell-ის ფინალში ესპანელი ჩოგბურთელი არ ითამაშებს. 1996 წელს კატალონიის დედაქალაქის ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ავსტრიელმა ტომას მუსტერმა ჩილელ მარსელო რიოსს მოუგო. 2002 წელს ბარსელონაში არგენტინელმა გასტიონ გაუდიომ მოიპოვა საჩემპიონო ტიტული და მას შემდეგ მოყოლებული ამ შეჯიბრებაზე გამარჯვებულები მხოლოდ ესპანელები ხდებოდნენ. წლეულს იაპონელი კეი ნიშიკორისა და კოლუმბიელი სანტიაგო ხირალდოს ფინალში გასვლით ტრადიცია დაირღვა.

“წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ. საკუთარი შესაძლებლობების ყოველთვის მწამდა, რისი რეალიზებაც ბარსელონაში მოვახერხე. ფინალში კიდევ ერთი სიურპრიზის შეთავაზებას შევეცდები”, - განაცხადა 26 წლის ხირალდომ ნახევარფინალში ესპანელი ნიკოლას ალმაგროს ძლევის შემდეგ.

ბარსელონას ტურნირის გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლების დაბევებით კმაყოფილება 24 წლის კეი ნიშიკორიმაც გამოთქვა, მადლობა გადაუხადა კატალონიაში ჩასულ იაპონელ გულშემატკივრებს და ფინალში წარმატების იმედიც დაადასტურა.

0.128387