ჩილეს ეროვნული ნაკრების და აწ უკვე სან სებასტიანის "სოსიედადის" ყოფილმა მეკარე კლაუდიო ბრავომ, "ბარსელონაში" სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტიც გააფორმა. 31 წლის ჩილელი მეკარე "ბარსელონაში" 13-ნომრიან მაისურს მოირგებს. ჯერჯერობით ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა.
"მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილებით და შემდეგ ბარსელონაში ჩამოსვლით ძალიან ნასიამოვნები და ბედნიერი ვარ. ყოფილ კლუბთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს, მათ ევროპაში ჩამომიყვანეს და "ბარსელონისკენ" კარი გამიღეს. მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას, რათა კლუბს დავეხმარო. მოტივირებული ვარ ვალდესის და პინტოს ჩანაცვლებით. ძალიან ამბიციური ვარ და მინდა ბევრი ტიტული მოვიპოვოთ. " _ განაცხადა ბრავომ.
შეგახსნებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ბრავო კატალონიელებისთვის მარკ-ანდრე ტერ შტეგენის და ივან რაკიტიჩის შემდეგ მესამე შენაძენია. 7
გიორგი ბალახაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სერიოზულად ამუშავდა ბარსელონა ტრანსფერებზე
მაგრად მევასება ეს მეკარე. გილოცავთ კულეებს. მცველის ამბავიც მოაგარეთ და გაცილებით ძლიერი გუნდი დადგება.
კარგი მეკარეა ბრავო,მაგრამ ვალდესი ბევრად ჯობდა,ეხლა ვალდესი მეცოდება უკლუბოდ დარჩა
Tqven gamoylevebul valdess mixedet dzma, dirkisti ROM gyavt
DDD
კასილასს გულისხმობ?
ძალიან კარგი მეკარეა მაგრამ 31 წლის არის და ამ ასაკის ფეხბურთელის ყიდვას ისევ რამენაირად ვალდესი დაეტოვებინათ არ ჯობდა?
ეხლა დაიწყება ვალდესი რა მეკარე იყოო
იყო კი არა არის ძალიან კარგი მეკარე,რომელსაც არ გაუმართლა რომ კასილასის ეპოქა მოუწია
ვარ რეალის გულშემატკივარი მაგრამ ვალდესზე ცუდს ვერ ვიტყვი
შტეგენს თუ არ ახეხინებს აგერ ნახავთ
)
ჯანსაღი კონკურენცია კაიაა, მითუმეტეს მათი პირველი სეზონი იქნება გუნდში და რომელიც მეტს იკისრებს ის დადგება კარებში ; ))))
ეხლა სუარესი მომგვარეთ!!