“ბარსელონა” ვიქტორ ვალდესის შემცვლელის ძებნას განაგრძობს. El Confidencial-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელთა მორიგი სამიზნე “ხეტაფეს” კარის დარაჯი მიგელ ანხელ მოიაა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ვალდესს, რომელმაც კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს, ესპანელი მეკარე შეცვლის. აქამდე არსებული ინფორმაციით, ფავორიტები პეპე რეინა და ვისენტე გუაიტა იყვნენ, მაგრამ El Confidencial-ის ცნობით, მიგელ ანხელ მოიას აგენტი ადასტურებს, რომ მის კლიენტს კატალონიელები უკვე დიდი ხანია აკვირდებიან.
მიგელ ანხელ მოია 29 წლისაა. ის “ხეტაფეში” 2011 წლიდან თამაშობს. ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მან მადრიდელთა კარი 27-ჯერ დაიცვა.
ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, “ხეტაფე” მოიას გუნდიდან გაშვების პერსპექტივით მოხიბლული არაა, მაგრამ მადრიდელი ფეხბურთელის 6 მილიონ ევროდ გაყიდვას დასთანხმდებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბარემ აგერ ჩემი მეზობელი წაიყვანეთ როსელ, 2 მეტრაზე მეტია მაინც სიმაღლეში და გრძელი ხელები აქვს....არ გააწყალეს გული კაცო
ვიცი აგენის ამბავი, საბოლოო ჯამში ვალდესზე დებილს მოიყვანენ
ჩინგრინსკი დაიბრუნეთ და კარში ჩააყენეთ
ამათმა რომ არ განერვიულონ ისე ხომ არ შეუძლიათ.
ისე იზავენ ვალდესი გაგვიხდება სანატრელი.
ტერ შტეგენი მოიყვანეთ---ვის რად გინდათ 30წლის განუვითარებელი მეკარე
არ გაუშვებენ ვალდესს არააააა
an espaneli an dzadzamiavo
.
an espaneli an dzadzamiavo
.
დღეს ლაციო-იუვეა რატომ არაფერს წერთ წინასამატჩოდ?!
ეს მალიორკაში ძაან მაგარი იყო და ზოგადად არ არის ცუდი მეკარე!! პროსტა ვალენსიაში ვერ ითამაშა.
ისე გუაიტა კაი ვარიანტია, ვალენსიას დიეგო ალვეშიც კარგი მეკარე ყავს და ცოტა მაყუთსაც გააკეთებენ.
მაღირსეთ ნორმალური მეკარე
შტეგენი თუარ მყოავთ,მართლა ამ რეინას მოყვანას მაინც ვალდესის დარჩენა ჯობს
ან ტერ შტეგენი ანდა დარჩეს ვალდესი
კაი ვეტყვი და დატოვებენ ვალდესს

და გამოადგება ბარსელონას ეს მეკარე 44 გოლი აქვს გაშვებული წელს