შესაძლოა, ინგლისური “მანჩესტერ სიტის” კაპიტანი ვენსან კომპანი კატალონიის “ბარსელონაში” გადაბარგდეს. ბელგიური პრესის ინფორმაციით, “ბლაუგრანა” “ქალაქელთა” უკანახაზელის გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული.
მოგეხსენებათ, კატალონიელები ზაფხულში მაღალი დონის ცენტრალური მცველის შეძენას გეგმავენ და ახალი ფეხბურთელების ვარიანტებს განიხილავენ. ზემოთთქმული წყაროს ინფორმაციით, “ბარსელონა” ბელგიელის სანაცვლოდ 23 მილიონი ევროს გადასახდელადაა მზად.
შეგახსენებთ, რომ სადღეისოდ, კომპანი ტრავმირებულია და სარეაბილიტაციო კურსს გადის.